in

კოკა ნიკოლაძის შექმნილი ჯიბის დრამი და მისსავე სამზარეულოში, ნული ბიუჯეტით გადაღებული რეკლამა

„მოულოდნელად, მობიმ ჩემს სარეკლამო რგოლში ჩართვა მოხალისეობრივად გადაწყვიტა“.

„მეგობრობა მნიშვნელოვანია!

მაგარი რეკლამის გადაღება მინდოდა, თუმცა ნულოვანი ბიუჯეტი მქონდა. თავს უსუსურად ვგრძნობდი, როდესაც მოულოდნელად, მობიმ ჩემს სარეკლამო რგოლში ჩართვა მოხალისეობრივად გადაწყვიტა“, – წერს მუსიკოსი, კოკა ნიკოლაძე. „ვიდეო ჩვენს სამზარეულოში ერთად გადავიღეთ. და ვერ ვიჯერებ გუშინ მომხდარს. თორმეტი საათის განმავლობაში იმდენი შეკვეთა მივიღე, რამდენის მოლოდინიც, საუკეთესო შემთხვევაში, ორ თვეში მქონდა“.

ვიდეორგოლი, პანდემიის დროს, კოკას მიერვე შექმნილი ინსტრუმენტისთვისაა გადაღებული. ეს არის Pocket Beatbox, „კოკას ჯიბის დრამი“ – მინიმალისტური დასარტყამი ინსტრუმენტი, რომელიც ნორვეგიაშია დამზადებული.

30 მარტს, სწორედ ქვემოთ მოცემული ვიდეორგოლის საშუალებით ამცნო აუდიტორიას საკუთარ ინსტრუმენტსა და მის შესაძლებლობებზე და აქვე მათ ისიც გაუზიარა, რომ მათი მხრიდან, ინსტრუმენტის დაჯავშნა პროექტისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. თუმცა როგორც ჩანს, მორიგმა, ნული ბიუჯეტის მქონე ნამუშევარმა კოკას მოლოდინებს გადააჭარბა და ამ ეტაპზე, მან, ვისაც ინსტრუმენტის შეძენა სურს, უკვე ძალიან უნდა იჩქაროს!

ავთანდილ გახოკიძის ფერადი “გრაფიკები” – ფერწერული ობიექტები

რობოტი, რომელსაც მეხსიერებაც გააჩნია და საკუთარი თავის აწყობაც შეუძლია