in

მეცნიერებმა ნაწილაკების კოლაიდერის შექმნილი ნეიტრინოები პირველად აღმოაჩინეს!

ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები უფრო მეტს გაიგებენ სუბატომური ნაწილაკების შესახებ, რომლებიც პირველად 1956 წელს აღმოაჩინეს და მთავარ როლსაც თამაშობს ვარსკვლავის დაწვის პროცესში. ამასთან, ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსების აღმოჩენა სინათლეს მოჰფენს კოსმოსური ნეიტრინოების საკითხს, რომლებიც დიდ დისტანციებზე მოგზაურობს და დედამიწასაც ეჯახება. 

M2
M2

ჩვენ აღმოვაჩინეთ ნეიტრინოები სრულიად ახალი წყაროდან, რომელშიც ნაწილაკების ორი სხივი ერთმანეთს უკიდურესად მაღალი ენერგიით ეჯახება, — აცხადებს ჯონათან ფენგი, პროექტის ინიციატორი. 

ნეიტრინოები, რომლებიც ფრედერიკ რეინსმა თითქმის 70 წლის წინ აღმოაჩინა, კოსმოსში ყველაზე უხვი ნაწილაკების სახით გვხვდება. მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელის ჩამოყალიბებისთვისაც, მაგრამ აქამდე ექსპერიმენტით კოლაიდერში წარმოებული არცერთი ნეიტრინო დაუდგენიათ.

მანამდე შესწავლილი ნეიტრინოებიც დაბალი ენერგიის მქონე იყო, FASER-ის აღმოჩენილი კი ყველაზე მაღალ ენერგიას გვთავაზობს, რომელიც ოდესმე ლაბორატორიაში შეუქმნიათ. თანაც, იგი მსგავსია იმ ნეიტრინოებისა, რომლებიც კოსმოსში გვხვდება და ატმოსფეროში ნაწილაკების დრამატულ წვიმას იწვევს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ კონკრეტული აღმოჩენა კოსმოსის შესახებ ბევრ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის… 

აქ FASER-ის წვლილიც უნდა აღვნიშნოთ, რომელიც ახალი და უნიკალურია ნაწილაკების დადგენის ექსპერიმენტებში. CERN-ის სხვა დეტექტორებისგან განსხვავებით, როგორიცაა, მაგალითად რამდენიმე სართულიანი და ათასობით ტონიანი ATLAS, FASER დაახლოებით 1 ტონას იწონის და მცირე ადგილიც სჭირდება. შესაბამისად, მისმა დაპროექტებამაც მხოლოდ რამდენიმე წელი წაიღო.

საინტერესოა ისიც, რომ ნეიტრინოების გარდა, FASER-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ ნაწილაკების დადგენაა, რომლებიც ბნელ მატერიას გვთავაზობს. დიახ, ეს ის არის, რაზეც მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამყაროს უმეტეს ნაწილში გვხვდება, მაგრამ იგი ჯერ არ შეუსწავლიათ. მართალია, ჯერ ასეთი ვერაფერი იპოვა, მაგრამ გვეუბნებიან, რომ როცა ნაწილაკების შეჯახების ახალი რაუნდი დაიწყება, FASER მზად იქნება, ყველაფერი ჩაიწეროს… 

მეამა ქოლექთის განსხვავებული კონცეფციის ახალი ფილიალი აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა

ადამიანის ზომის სანთელი, როგორც გადაწვის ვიზუალიზაცია — კრეატიული კამპანია