12
Feb
2020

ფოტოკონკურსი ქოლგა 2020 დაიწყო

12 Feb 2020

“ფოტოკონკურსმა ქოლგა 2020” ნამუშევრების მიღება დაიწყო. წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი და მობილური ფოტო. საპრიზო ფონდი 6 500 აშშ დოლარია. პირველ სამ ნომინაციაშში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს 500 აშშ დოლარი.

აქვე გეტყვით KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD პრემიის შესახებაც, რომელიც გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც ამოირჩევა დოკუმენტური, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტებიდან. ამ პრემიის მოკრძალებული მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პროფესიულ განვითარებასა და ფოტოგრაფიის სამყაროში გზის გაკვლევაში.

“ქოლგა თბილისი ფოტო”- საზეიმოდ გაიხსნება 2020 წლის 1 მაისს. სწორედ მის ფარგლებში გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული ფოტოები. თუმცა, ამ გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები. 2020 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკურ, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოგრაფების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს. ასევე, “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში ჩატარდება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები.

რეგისტრაციისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

განხილვა