in

გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი „გლენმორანჯის“ ინსტაგრამ ფილტრით და დასაჩუქრდი!

წლევანდელ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, განსაკუთრებულად ფერადი და სახალისო ფოტომარათონი გელით. შეგიძლიათ გადაიღო ყველაზე ფერადი კადრი „გლენმორანჯის“ ინსტაგრამ ფილტრით და დასაჩუქრდეთ. ამისათვის კი სულ მარტივი ნაბიჯების შესრულება დაგჭირდებათ: გადაიღეთ ფოტო „გლენმორანჯის“ ინსტაგრამ ფილტრით, გააზიარეთ სთორი, მონიშნეთ @Glenmorangie და @kolgaphoto ინსტაგრამ გვერდები და დასაჩუქრდით.

უკვე 22 წელია, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველ და უცხოელ ფოტოგრაფებს აერთიანებს და მსოფლიოში ცნობილი ავტორების ნამუშევრებს აცნობს ფართო საზოგადოებას. მრავალი წლის განმავლობაში, „ქოლგა თბილისი ფოტომ“ არაერთი ნიჭიერი ფოტოგრაფი აღმოაჩინა და გზის გაკვალვაში დაეხმარა. „ქოლგა თბილისი ფოტო“ უამრავი ადამიანისთვის არის საუბარი ხელოვნების ენაზე, მთელ მსოფლიოსთან. ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ახერხებს ახალგაზრდებისა და უფროსი თაობისთვის თანაბრად საინტერესო გარემო შექმნას და ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში ვორკშოპებს, სემინარებს, პორტფოლიოს განხილვებსა და გამოფენებს მასპინძლობს.

No description available.

წლევანდელი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გამორჩეული ფერადი ნაწილი იყო ვისკის ბრენდ Glenmorangie-სთან თანამშრომლობა. ღონისძიების ფარგლებში, Glenmorangie-მ ფოტომარათონი წამოიწყო, სახელწოდებით „ყველაზე ფერადი კადრი“. ბრენდი მსურველებს ინსტაგრამში ეპატიჟება და „გლენმორანჯის“ ტექნიკოლორ ფილტრით გასთორვისკენ მოუწოდებს. გაიმარჯვებს ყველაზე ფერადი ფოტო, ფერების რაოდენობას კი ტექნიკოლორ ფილტრი თავად დათვლის. ფოტომარათონის სამი ავტორი ბრენდის განსაკუთრებული გამოცდილებით დასაჩუქრდება.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 4 მაისს გაიხსნა. ღონისძიების ფერადი მასპინძელი „გლენმორანჯი“ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, უგემრიელესი ვისკითა და კოქტეილით მასპინძლობდა სტუმრებს. ფერადი ფოტოების გადაღება იმავე სივრცეშიც შეგრძლოთ, რომელიც „გლენმორანჯის“ ფერად ხასიათს საუკეთესოდ გამოხატავდა.

ფოტომარათონთან დაკავშირებული მხიარულების პარალელურად კი, მთავარ დარბაზში, გახსნის ღონისძიებაზე ცნობილი გახდა საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა. კონკურსში მონაწილეობა 45-მდე ქვეყნის 440-მდე ფოტოგრაფმა მიიღო. გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში დასახელდა.

„გლენმორანჯის“ ფოტომარათონი უკვე დაწყებულია და ყველაზე ფერადი ფოტოს მოლოდინშია.

 

 

[R]

როგორ გახდა „ბარბი“ მდგრადი ბრენდის შექმნის ინსტრუმენტი

რა ხდის ლოგოს „ნორმალურს“?