31
Dec
2018

სიახლეებით აღსავსე 2018 წელი – Kollektiv-ის #აზრები

31 Dec 2018

M2
M2


2018 წელი ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და სიახლეებით აღსავსე გამოდგა. პირველ რიგში, გაიზარდა ჩვენი დამკვეთების სია, რამაც საშუალება მოგვცა, ჩვენს გუნდში დაგვემატებინა რამდენიმე ახალგაზრდა, გულანთებული და ნიჭიერი თანამშრომელი, დავიწყეთ ერთობლივი პროექტების სერია სააგენტო “მოზაიკა” – სთან, რომელთან ერთადაც, მომხმარებელს მაღალი ხარისხის კომპლექსურ მომსახურებას შევთავაზებთ. ამ კოლაბორაციის შედეგად, დავიმატეთ კრეატიული დირექტორი – ერეკლე მხეიძე.

მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ბევრ სხვადასხვა სახის განსხვავებულ პროექტზე. ყველა პროექტი თავისებურად საინტერესო იყო, თუმცა, მე მაინც  გამოვყოფდი “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”-ს პავილიონის ბრენდინგს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელზეც კომპანია “Wunderwerk “ – თან ერთად ვიმუშავეთ, ასევე “თბილისის არქიტექტურის ბიენალე”-ს ბრენდინგს რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში.

მიუხედავად ბევრი სირთულისა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წელი წარმატებული იყო ჩვენთვის. ეს იყო ერთგვარი გაკვეთილი იმისა, რომ კომპანია მუდმივად უნდა განვითარდეს და წინსვლაზე ორიენტირებული იყოს, თუმცა, ამ წინსვლით ყველაზე მთავარი – ხარისხი უნდა შეინარჩუნოს.

ამ წლის გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საკმაოდ პოზიტიურად და მონდომებით შევხვდეთ 2019 წელს და მის გამოწვევებს.

განხილვა