in

საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის განახლებული დიზაინი, Kollektiv-ის შესრულებით

დიზაინ სტუდია Kollektiv-მა, ფეხბურთის ფედერაციის დაკვეთით, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის განახლებული დიზაინი შექმნა. სუპერთასის ფორმა ეროვნული ლიგისა და ქვეყნის თასის ფორმების ერთგვარი შერწყმაა.

BOG
BOG

 

ტიტულის ფორმა სამი ელემენტისგან შედგება: სფერო, ფრთები და პედესტალი. სფერო ეროვნული ლიგის თასშიც და ქვეყნის თასშიც  გხვდება, იგი ბურთის მეტაფორული გამოხატულებაა. ფრთები ერთმანეთის საპირისპიროდ არის განლაგებული, როგორც ფეხბურთში ორი გუნდი. მისი დინამიური ფორმა მოძრაობის იმიტაციას ქმნის, მოძრაობა ფეხბურთის მთავარი კომპონენტია, წინხედში კი იგი ლათინურ ასო V-ს ფორმას იმეორებს – V როგორც მოგების აღმნიშვნელი სიტყვა Victory. პედესტალი კი მთლიან კომპოზიციას აგვირგვინებს. მთლიანობაში ვიღებთ მარტივ, თანამედროვე და მომხიბვლელი ფორმისა და გამოხატულების თასს“, – აცხადებენ „კოლექტივში“.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

Credits:

სტუდია:  Kollektiv

დამკვეთი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

დიზაინერი: გიორგი ჯანანაშვილი

არტ დირექტორი: გიორგი კალმახელიძე, ბუბა რადიანი

გინესის რეკორდსმენი ჯინსის შარვალი, რომელსაც 50 ადამიანი, 6 თვე კერავდა

საკოლექციო მონეტა, რომელიც პირველი ქართული პარლამენტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება