in ,

„კომაროვის“ რებრენდინგი! branding.ge-ს ნამუშევარი

კომაროვმა“ – თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლამ – სასწავლო პროცესის მოდერნიზების პირობებში, რებრენდინგიც განახორციელა და სარეკლამო სააგენტო branding.ge-ს გუნდის მუშაობის შედეგად, საკუთარი საქმიანობის გამომხატველი ახალი ლოგო და დიზაინი შემოგვთავაზა. „კომაროვის“ ლოგოტიპზე მუშაობისას, გვინდოდა, რომ ყოფილიყო ფორმების, ფერებისა და კონცეფციის სინთეზი, რომლითაც გამოვხატავდით უსასრულობას, დინამიკასა და სრულყოფილებას“, – მარკეტერი  Branding.Ge-ს ვიზუალური პროექტების მენეჯერ ქეთი ჩუბინიძეს ესაუბრა:

bog
bog-mob

M: რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა „კომაროვის“ რებრენდინგზე მუშაობისას?
ჩვენი ამოცანა იყო, რომ სკოლის მოძველებული ლოგო და ვიზუალი განგვეახლებინა და შეგვექმნა ამ სფეროსთან, მათ ძირითად საქმიანობასა და მიდგომასთან შესაბამისი ვიზუალის მქონე სიმბოლო. M: როგორ გამოხატეთ ლოგოტიპით ბრენდის კონცეფცია?
ლოგოში ჩანს ის ძირითადი მიდგომა და ხედვა, რაც „კომაროვს“ აქვს – სწავლების დასავლური მეთოდი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ისეთი განათლება და აზროვნების უნარი, რაც ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში წარმატებული მომავლის შექმნაში დაეხმარება მათ. შესაბამისად, ლოგოს კონცეფცია ავაგეთ ტვინის ორი ნახევარსფეროს თემაზე, რომელიც სტილიზებული სახით გამოვხატეთ. კომაროვის სკოლის დიდი ცნობადობის გამო, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ლოგოში სახელის პირველი ასო გამოგვეტანა, რაც მისი სახელის მაიდენტიფიცირებელი იქნებოდა. ძველ ლოგოში ხაზგასმული იყო სკოლის ფიზიკა-მათემატიკური მიმართულება, ხოლო ახალ ლოგოში სკოლის ახალი კონცეფციაა გამოხატული: „კომაროვი“ არა როგორც მხოლოდ ძლიერი ფიზიკა-მათემატიკურ  მიმართულებაზე ორიენტირებული სკოლა, არამედ როგორც ზოგადი განათლების ჰარმონიული, პროგრესული და თანამედროვე განვითარების კერა.M: ფერებს რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?
იასამნისფერი არის ინოვაციურობის, კრეატიულობისა და ასე ვთქვათ, წარმატებული მომავლის აღმნიშვნელი, ხოლო ცისფერი არის სანდოობის, სიმტკიცის სიმბოლოს მატარებელი. ვეცადეთ, რომ ფერები, ამასთანავე, მხიარულიც ყოფილიყო, რადგან ბრენდინგი სკოლაზე, ბავშვებზე იყო გათვლილი. 

Credits:
Visual Identity projects supervisor: Keti Chubinidze
Art Director: Maka Chichinadze
Designer: Maria Rodina

უძილობის მძიმე შედეგები – ავეჯის მწარმოებელი კომპანიის პრინტ კამპანია

ორიგინალურ რეალობად ქცეული ოცნება – Honda-ს შთამბეჭდავი ანიმაცია