სპორტული კომენტატორობა არაჩვეულებრივი საქმიანობაა, საინტერესო, მრავალფეროვანი და ემოციური, ხანდახან იმდენად ემოციური, რომ თუნდაც ერთი გოლისგან მიღებული შთაბეჭდილება შეიძლება კარგა ხნის განმავლობაში ხმაურიანად გაგყვეთ.
ფრანგულმა ტელეარხმა Canal+ ძალიან სახალისო ვიდეორგოლი გადაიღო. ფავორიტი გუნდის გოლით აღფრთოვანებული კომენტატორი ქუჩაში, სახლში, აუზში, კბილის ექიმთან თუ მაღაზიაში, გაუჩერებლად “გოოოოოლ”-ს გაჰყვიროდა. ვიდეორგოლზე ფრანგულმა სააგენტო BETC–მ იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?v=hg_cPRqsx-U
Canal+, რომელზეც 24 საათის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები შუქდება, მთლიანად მომხმარებელზეა მორგებული. არხი, სადაც სპორტი არასდროს მთავრდება ყველა სახეობას მოიცავს.