4 წლის წინ ავეჯის სახლმა „კომფორტერი” მომხმარებელს ერთი საინტერესო აქცია შესთავაზა და მას შემდეგ მას ყოველწლიურად ახორციელებს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება. კამპანიის იდეა შემდეგია: თუკი ავეჯის შეძენას გადაწყვეტთ და „კომფორტერს” ესტუმრებით, შერჩეულ ნივთზე 23%-იან ფასდაკლებას მიიღებთ, რომელიც ავეჯის სახლის სრულ კოლექციაზე ვრცელდება. ამასთან, მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებებიც ექნება კომპანიისგან და ყველაზე მთავარი ისაა, რომ საჩუქრად „კომფორტერის” პარტნიორ სასტუმროებში დასვენებას მიიღებს.
კამპანიის მიზანი ავეჯის სახლისთვის ტურიზმისა და ბიზნესის ხელშეწყობა, ასევე საკუთარი მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნაა. როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, საქართველოს კუთხეებში მომხმარებლის დასვენება მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის, რომელსაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით სჭირდება დახმარება.
„კომფორტერი” წლევანდელ კამპანიაში საქართველოს რამდენიმე ცნობილ სასტუმროსთან თანამშრომლობს. ესენია: წინანდალი, ესკიზი, ლოპოტა, ახაშენი, ყვარლის ტბა, ქროუნ პლაზა, პლაზა.







[R]










