in ,

კულინარიული კომიქსური ილუსტრაციები სან დიეგოს ყოველწლიურ ComicCon–ზე

ComicCon–ი სანდიეგოს ყოველწლიური ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა, რომელიც კომიქსების შექმნასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სუპერგმირებისა და ზღაპრული თავგადასავლების მოყვარულებისთვის ეს წლის ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, კომპანიებისთვის კი რეკლამის არაჩვეულებრივი საშუალება. წლევანდელ ComicCon–ზე Kellogg’s Krave–მა თავისი პროდუქტით ძალიან გემრიელი კომიქსური ხელოვნების ნიმუში შექმნა.

იდეა კომიქსური სამყაროს განსხვავებულად გაცოცხლება იყო. ამისთვის Kellogg’s Krave–მა დახმარება კომიქსების ცნობილ ხელოვან ფრენსის მანაპულს სთხოვა. ღონისძიების პირველი დღის თემა რობოტი იყო. ექვსაათიანი შრომის შემდეგ, ხელოვანმა მარცვლეულის ფანტელებისა და შოკოლადისგან სპეციალურ დაფაზე არაჩვეულებრივი, გემრიელი რობოტის ილუსტრაცია შექმნა.

 

https://vimeo.com/176826835

 

ComicCon–ის მეორე დღეს, ამ უგემრიელესი ტკბილეულისგან, მანაპულმა კლასიკური საშინელებათა სამყარო გააცოცხლა, თავისი ზომბებითა და ბნელი ჩრდილებით.

 

https://vimeo.com/176826837

 

მესამე დღეს კი სუპერ შესაძლებლობების მქონდე მებრძოლი ქალი წარმოგვიდგინა.

 

https://vimeo.com/176826838

 

რამდენიმე საათიანი დაუღალავი შრომა და უამრავი პატარა ორცხობილა ამად ნამდვილად ღირდა. გემრიელი და განსხვავებული ილუსტრაციები უყურადღებოდ არ დარჩენილა. ვინ არ მოინდომებს შვრიის ფანტელებისგან შექმნილ რობოტთან სელფის გადაღებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველა კომიქსების მოყვარულია?!

აღმოაჩინე მინესოტა აშშ-ს სხვადასხვა შტატში – კამპანია ადგილობრივი ტურიზმის განსავითარებლად

Samsung–ი ურბანული ფიტნესის მხარდასაჭერად – გაიცანით სერბეთის საუკეთესო მწვრთნელი