in

სამყარო ფინანსური ბარიერების გარეშე — ფინტექ კომპანია BKN301 უკვე საქართველოშია!

BKN301 საერთაშორისო ფინტექ კომპანიაა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ბაზარს მრავალფეროვან ციფრულ გადახდებთან დაკავშირებულ სერვისს სთავაზობს. ახლა კი ის საქართველოშიც გამოჩნდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში წამყვანი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გახდეს და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიები დანერგოს ქვეყნის ფინანსურ ეკოსისტემაში.

სინამდვილეში, ყველაფერი სან-მარინოდან დაიწყო. სან-მარინოს ბანკებისა თუ მოსახლეობისთვის მოწინავე გადახდის სისტემებისა და უახლესი BAAS ეკოსისტემის მიწოდების აუცილებლობა დავინახეთ. ასევე, მივხვდით, რომ ამ ტექნოლოგიის ექსპორტი უნდა დაგვეწყო ისეთ ქვეყნებშიც, სადაც სან-მარინოს მსგავსი გამოწვევები აქვთ,“ განმარტავს დავიდე სალვიანი, — BKN301-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.

კომპანიისა და უშუალოდ საქართველოში ოპერირების დაწყების შესახებ კი ვრცელ ინფორმაციას გვაწვდიან: გიორგი აგლაძე — BKN301 საქართველოს დირექტორი; დავიდე სალვიანი — BKN301-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი და ბრუნო ბერგერო — BKN301-ის პროდუქტის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

M: გიორგი, გაგვიზიარეთ, როგორია BKN301-ის გამოცდილება და მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში ოპერირებს?

გიორგი აგლაძე: BKN301-ის სტრატეგიის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკურად სწრაფად მზარდ ქვეყნებზე.

აღნიშნული კომპანია საინფორმაციო, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით, ციფრული გადახდების ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. ამ წამყვანი ტექნოლოგიების მზარდ პოპულარობასა და აქტუალობის საფუძველზე  BKN301-ისადმი ინტერესი მსოფლიოში მდგრადად მზარდია. მაგალითად, ამჟამად კომპანიას ფილიალები აქვს შემდეგ ქვეყნებში: სან-მარინო, იტალია, ინგლისი, ეგვიპტე, კატარი და საქართველო. უახლოეს მომავალში იგეგმება საუდის არაბეთის ბაზარზე შესვლაც.

M: და საქართველოს ბაზრით რატომ დაინტერესდა BKN301?

გიორგი აგლაძე: ცალსახად, მსხვილი ფინტექ კომპანიის საქართველოთი დაინტერესება და ბაზარზე შემოსვლა ნიშნავს ახალ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებსა და ფინანსურ სფეროში ინოვაციების დანერგვას.

ამასთანავე, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის დასახელებაც შეგვიძლია, რის გამოც BKN301-მა საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტა. პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ მთელ რეგიონში საქართველო სწრაფად მზარდი ეკონომიკითა და ბიზნესზე მორგებული გარემოთი გამოირჩევა, რაც ინვესტორისთვის მიმზიდველია. ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულად რეგიონის  ცენტრში მდებარეობს — შესაბამისად, მოსახერხებელი იქნება მეზობელ ბაზრებთან თანამშრომლობის გაფართოებაც.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რომელმაც ბიზნესი გაამარტივა — მათ შორის ვგულისხმობ საგადასახადო პროცედურებისა და ბიუროკრატიული ელემენტების შემცირებას. ამავდროულად, საქართველოში საბანკო სექტორი მაღალი კონკურენციითა და ინოვაციურობით ხასიათდება. ეროვნულმა ბანკმა აქტიურად დაიწყო ფინტექ სექტორის ხელშემწყობი რეფორმები.

ამას ემატება ჩვენი ფანანსისტების მაღალი პროფესიონალიზმი და აქტიური განვითარების ფაზაში მყოფი IT ტალანტი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის ფინტექ მიმართულების განვითარებისთვის.

მთლიანობაში, ლოკალურ ბანკებთან თუ სხვა ბაზრის მოთამაშეებთან პარტნიორობით, BKN301-აქვს შესაძლებლობა, შესთავაზოს საკუთარი ინოვაციური სერვისები ქართულ ბაზარს და წარმატებით დაიცვას მომხმარებლისა და ბიზნესის ინტერესები.

M: რეალურად, ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი „ტრადიციული“ ციფრულ ფორმატში გარდაიქმნება. ამ კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში BKN301-ის შემოსვლა? გარდა იმ კონკრეტული სარგებლისა, რომელსაც კომპანია მოგვცემს, რამდენად დააჩქარებს ზოგადი განვითარების ტემპს?

გიორგი აგლაძე: „ტრადიციულის“ ციფრულ ფორმატში გარდაქმნას თავისი მიზეზი აქვს, რაც ძირითადად პროცესების გამარტივებასთან, ხელმისაწვდომობასა და დროის დაზოგვასთან არის დაკავშირებული. BKN301-ის მიზანიც სწორედ ეს არის — საქართველოში დანერგოს საკუთარი ინოვაციური სერვისები, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს და მოსახერხებელს გახდის ადგილობრივ ფინანსურ ეკოსისტემას.

BKN301-ის საქართველოში შემოსვლის პროცესს მნიშვნელოვნად აქცევს კომპანიის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება. მისი წარმომადგენლების საერთო მიზანია, საკუთარი „ნოუჰაუ“ გაუზიარონ ადგილობრივ ბაზარს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უდიდეს წვლილს შეიტანს საგადახდო მომსახურების სწრაფ განვითარებაში.

M: დავიდე, მოდით, BKN301 ტექნოლოგიის სპეციფიკაზე ვისაუბროთ — რა პრინციპით მუშაობს ის?

დავიდე სალვიანი: BKN301 ტექნოლოგია მარტივად გამოყენებადობისა და მასშტაბურობის პრინციპს ეფუძნება — სადაც ყველაფერი Cloud  სერვისებზეა დაფუძნებული, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებს სრულიად უსაფრთხოსა და მასშტაბურს ხდის.

რეალურად, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბაზარზე არსებული ჩვენი  სისტემები უმაღლესი ტექნოლოგიური ღირებულების ცხადი მაგალითია.

M: ბრუნო, თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად წარმატებულია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე მუშაობა?

ბრუნო ბერგერო: იმ ქვეყნებში, სადაც  უკვე  ვმუშაობთ, არაერთი წარმატებული სიახლე დავნერგეთ. მაგალითად, სან-მარინოში პირველი ადგილობრივი გადახდის პლატფორმა და ელექტრონული საფულე, ეგვიპტეში ახლა ვუშვებთ ციფრულ საფულეს, რომელიც 18 მილიონ ოჯახს საშუალებას მისცემს, კომუნალური  თუ ნებისმიერი მომსახურების   საფასური ციფრულად დაფარონ.

რაც შეეხება საქართველოსა და კატარს, ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ბანკებსა და სხვა ინსტიტუციებთან, თანამედროვე ფინტექ სერვისების შესათავაზებლად. მთლიანობაში, ჩვენი ბლოკჩეინტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ეკოსისტემა ფინანსური ბარიერების გარეშე.

M: როგორია სამომავლო გეგმები?

გიორგი აგლაძე: სამომავლოდ BKN301 გეგმავს, ქართულ ბაზარს შესთავაზოს სრულფასოვანი საგადახდო სერვისების პაკეტი, ინოვაციური ფინტექ პროდუქტები, რომლებიც მატერიალურად გააუმჯობესებს და გააციფრულებს ფინანსურ ეკოსისტემას, გაცილებით ოპტიმალურს, მოქნილსა და სწრაფს გახდის გადახდების სისტემებს.

სწორედ  BKN301 Georgia-ს მეშვეობით იგეგმება გადახდების მიღება ინოვაციური, ციფრული მეთოდით, რომელიც გახლავთ QR კოდის გამოყენება. ამ უკანასკნელის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: პირობითად, QR კოდის სკანირებით პირდაპირ შეგვეძლება ტაქსის მომსახურების გადახდა. ეს სერვისი ფართო საზოგადოებისთვის BKN301-ის  პირველი შეთავაზებაა.

დავიდე სალვიანი: ჩვენი მიზანია, გადახდების ინდუსტრიას განვითარებისკენ სწრაფვაში  დავეხმაროთ. ამისათვის კი ისეთ სერვისებს მივმართავთ, როგორებიცაა; საბანკო მომსახურება,  როგორც სერვისი, გადახდის „ორკესტრირება“ და საერთაშორისო ე.წ. „ქროსბორდერ“ გადახდის გადაწყვეტილებები.

[R]

საინტერესო პოდკასტი | PTSD: ტრავმების კვალი ჩვენს ცხოვრებაზე

მაღალი მოთხოვნა ელექტრომობილებზე და გაზრდილი გაყიდვები – Audi