in

7 სტრატეგიული გზა კომპანიის აუდიტორიის გასაზრდელად

გაქვთ ბიზნესი და არ იცით, როგორ შექმნათ აუდიტორია ნულიდან? ამ სტატიაში მიმოვიხილავთ გამოცდილ სტრატეგიას, რომელიც შეგიძლიათ 2023 წელს გამოიყენოთ.

1. აირჩიეთ მთავარი თემა

თუ ვინმე თქვენ მიერ შექმნილ კონტენტს ნახულობს და შემდეგ თქვენი გამომწერი ხდება, ეს ნიშნავს, რომ მოეწონა ის, რაც შესთავაზეთ და სურს მეტი მსგავსი შინაარსის ნახვა. თუ შეცვლით თქვენი შინაარსის თემას და სტილს, შესაძლოა დაკარგოთ ეს გამომწერები, რადგან დიდია ალბათობა, რომ მათ არ მოეწონოთ ახალი თემა და სტილი. შედეგად, თქვენ შეეცდებით ისეთი აუდიტორიის შექმნას, რომელიც თქვენი გვერდის ერთგული მიმდევარი იქნება.

2. შექმენით კონტენტი და გამოაქვეყნეთ რეგულარულად

კონტენტის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პასიურობა. პირველ დღეებში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, არის გამომწერების მოზიდვა და თქვენი, როგორც შინაარსის შემქმნელის შესაძლებლობების დახვეწა. 

ამისთვის შეიმუშავეთ კალენდარი და შინაარსის გამოქვეყნების გონივრული სიხშირე. თანმიმდევრულობა და გრძელვადიანი ხედვა აუცილებელია კონტენტის წარმატებისთვის, ამიტომ გათვლილი უნდა გქონდეთ, რამდენი ხანი გჭირდებათ მოფიქრებისთვის და შემდეგ უკვე მისი გამოქვეყნების რეალისტური გრაფიკი შეადგინეთ.

3. პარტნიორობა არსებულ შემქმნელებთან

არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ თუ თქვენი კონტენტი მაღალი ხარისხისაა, ის ბუნებრივად გამოიმუშავებს ჩართულობას. სამწუხაროდ, ალგორითმების უმეტესობა (სოციალური მედია, საძიებო სისტემები და ა.შ.) მეტ ხილვადობას ანიჭებს ისეთ შინაარსს, რომელმაც პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ახერხებს ჩართულობის მოპოვებას. 

როდესაც კონტენტის შექმნას ახლა იწყებთ, ალბათ მხოლოდ რამდენიმე მიმდევარი გყავთ, ასე რომ თქვენი კონტენტი არ მიიღებს დიდ ჩართულობას გამოქვეყნებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს ართულებს მიმდევრების მოპოვებას და მეტი ჩართულობის მიღებას.

ეს ერთგვარი ციკლია, რომლის გასარღვევადაც განიხილეთ თანამშრომლობა იმ ინფლუენსერთან, რომელსაც უკვე თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღება აქვს მოპოვებული.

4. Omni Channel მიდგომა

მას შემდეგ რაც ჩამოაყალიბებთ გამოქვეყნების მყარ განრიგს თქვენი მთავარი არხისთვის, საუკეთესო გზა უფრო გაფართოებისთვის არის მრავალარხიანი, იგივე Omni Channel მიდგომის გამოყენება. მაგალითად, თუ თქვენ უკვე ქმნით ვიდეოს ან პოდკასტის კონტენტს, შეგიძლიათ დაყოთ ეს ვიდეო რამდენიმე მოკლე კლიპად და განათავსოთ ის სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორიცაა LinkedIn, TikTok და Instagram. ეს საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ წვდომა და ჩართულობა.

5. გააორმაგეთ ის, რაც კარგად მუშაობს

კონტენტ მარკეტინგის ლანდშაფტი ყოველთვის იცვლება და მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც დღეს კარგად მუშაობს, ერთი წლის შემდეგ შესაძლოა ისეთივე ეფექტური არ იყოს. ასე რომ, როცა გაზრდით თქვენს აუდიტორიას, თანმიმდევრულად შეაგროვეთ აუდიტორიის გამოხმაურება, რათა გაიგოთ, რა კონტენტი აღწევს საუკეთესო რეზონანსს და შემდეგ აწარმოეთ მეტი ეს კონტენტი.

6. განიხილეთ მონეტიზაციის სხვადასხვა სტრატეგია

მიმდევრების შექმნის მიზანია საბოლოოდ მათი გადაქცევა გადამხდელ მომხმარებლებად, მაგრამ ის, თუ როდის და როგორ მონეტიზაციას ახდენთ, მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენ მიერ მიღებულ გრძელვადიან შემოსავალზე. ძალიან ადრეულმა მონეტიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს აუდიტორიის ნდობის დაკარგვათქვენი ბრენდის მიმართ. 

ტესტირების შესანიშნავი საშუალებაა ინტერაქცია. დასვით კითხვა და ნახეთ, რამდენი ადამიანი პასუხობს მას. თქვენს აუდიტორიასთან კომუნიკაცია ზოგადი აუდიტორიის შექმნის საუკეთესო პრაქტიკაც არის. ამით შეძლებთ შეაფასოთ თქვენი აუდიტორიის ლოიალობა ყოველდღიურად წაკითხული კომენტარების მიხედვით.

7. ავთენტური კონტენტი

რამდენადაც ყურადღების მიპყრობა უფრო რთული ხდება ონლაინ შინაარსის მზარდი მოცულობის გამო, ყურადღების ღირებულება იზრდება კიდეც. ამის კარგი მხარე ისაა, რომ თუ თქვენ შეგიძლიათ ავთენტური კონტენტის შექმნა, გამორჩეული იქნებით ყველასგან.

პირველად, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჯპს კლუბი შეიქმნა

ამ სტიპენდიამ წინ სრულიად ახალი გზა გამიხსნა; გზა, რომელზე სიარულსაც არაფერი სჯობს- ანანო გაბუნია- ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი