in

თქვენი კომპანიის განვითარებას სხვების დახმარებით შეძლებთ

ალბათ, ერთხელ მაინც უთქვამს ვინმეს, რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტს მიიღებ სანაცვლოდო და ეს ნამდვილად ჭეშმარიტებაა. დიახ, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-საც ეხმიანება, ურთიერთსარგებლობის კანონის სახელით არის ცნობილი და ბიზნესსაც მშვენივრად ესადაგება. თქვენი ბიზნესის გასაზრდელად და იმისათვის, რომ მისი გრძელვადიანი წარმატება უზრუნველყოთ, უნდა გაიგოთ, რას ეხება ეს კანონი და როგორ უნდა მიიღოთ სარგებელი მისგან. 

როცა პირველი იქნებით, ვინც სხვა ადამიანს რაღაცას შესთავაზებს, იგი შემდგომში მადლიერი დაგრჩებათ დახმარებისთვის და იმაზეც იზრუნებს, რომ ეს პატივისცემა უკან დაგიბრუნოთ, თუნდაც, სამომავლო კონტრაქტის შემოთავაზების გზით. თქვენ იქნებით პირველი ადამიანი, რომელიც მას გაახსენდება, როცა მსგავსი საჭიროების წინაშე აღმოჩნდება. 

ეს მარტივია: გაეცით მანამ, სანამ მიიღებთ.

დახმარება შესანიშნავი გზაა ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ ის ასევე ურთიერთობების დამყარებასაც ამარტივებს. როცა ვიღაც თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობს, მეტად სავარაუდოა, რომ ის ინფორმაციას გაგიზიარებს და ჩაერთვება თქვენს პროექტსა თუ ბიზნესში. ახლა კი იმ 3 გზას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი ბრენდისთვის ურთიერთსარგებლობის კანონის გამოყენებაში დაგეხმარებათ:

1. შესთავაზეთ თქვენი გამოცდილება

ეს ღირებული ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, რჩევების გაცემა ტვიტებისა თუ LinkedIn-ის პოსტების საშუალებითაც. თუმცა მეტად ღირებულია, თუ დროს დაუთმობთ უფასო სახელმძღვანელოებს, ტრენინგ კურსებსა და ვებინარებს. 

2. არ აიძულოთ

ურთიერთსარგებლობის მეორე წესი ის არის, რომ არასდროს უნდა აიძულოთ ვიღაც, რაღაც სანაცვლოდ მოგცეთ — ადამიანებს ხშირად არ მოსწონთ, როცა ამას გრძნობენ. ძალიან დაგეხმარებათ იმის გაცნობიერება, რომ სანაცვლოდ ძირითადად არაფერს მიიღებთ, ასეთი ძალიან ცოტა თუ იქნება. თუმცა ბიზნესში ეს უკანასკნელი ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ… ხოლო, თუ ვიღაც დაგეხმარებათ ან რაღაცას გაჩუქებთ, არ აგრძნობინოთ მას, რომ ვალდებული იყო. 

3. დაეხმარეთ

საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ადამიანებს მოეწონოთ ან თქვენი დახმარების სურვილი გაუჩნდეთ, ზუსტად იმის კეთებაა, რაც მათ სჭირდებათ. ეს მათი სურვილების მიღმა წასვლას გულისხმობს, გააკეთეთ ის, რაც მათ დაეხმარება იმ გზებით, რომლებზეც ფიქრობენ, რომ არც კი სჭირდებოდათ. მაგალითად, თუ ვინმეს რესტორნის კედლის ფერის არჩევა უჭირს და თქვენ ინტერიერის დიზაინერი ხართ, დაეხმარეთ მას სასურველი ფერის პოვნაში. აქ ამ სურვილის მიღმაც შეგიძლიათ წახვიდეთ და შესთავაზოთ უკეთესი დიზაინის გადაწყვეტილებები, რომლითაც ბრენდის იდენტობის გაძლიერებასაც შეძლებენ.

„კავშირის ვალუტა“

ისიც მართალია, რომ ზოგჯერ შეიძლება არ გქონდეთ ის, რაც ვიღაცას სჭირდება, მაგრამ იცოდეთ, ვის შეეძლება ამ სერვისის შემოთავაზება. მათი დაკავშირება ურთიერთსასარგებლო იქნება, რასაც კავშირის ვალუტას ეძახიან. ეს ძლიერი ქსელის ხელსაწყოა, სადაც A და B წერტილს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარებით. ხოლო, როცა ისინი მომავალში მსგავსი საკითხის წინაშე აღმოჩნდებიან, კვლავ თქვენ გაახსენდებით.

ურთიერთსარგებლობის კანონი ძლიერი იარაღია, რომელსაც შეუძლია, მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების გზით თქვენს აუდიტორიასთან თქვენივე ბრენდის გაზრდაში დაგეხმაროთ. თუ ვინმესთვის მატერიალური ღირებულების შეთავაზება არ შეგიძლიათ, არც ამაზე იდარდოთ, რადგან სანაცვლოდ, მათ თქვენი კეთილგანწყობა შეგიძლიათ შესთავაზოთ და ასე, კონკრეტული საკითხების გადაჭრაშიც დაეხმაროთ. დაბოლოს, თუ ურთიერთსარგებლობის კანონს მიჰყვებით, დაინახავთ, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდება და თქვენი ბრენდიც წარმატებული გახდება. 

ნურასდროს იფიქრებთ სხვების მოლოდინების გამართლებაზე — Adidas-ის ახალი კამპანია

ნახეთ: National Geographic-ის წლის საუკეთესო ფოტოს კონკურსის გამარჯვებული