in

როგორ უნდა შექმნათ კომპანიის გაზომვადი მიზანი?

დღეს ბიზნესებს სურთ, თავიანთი არსებობის მიზეზები განსაზღვრონ და საზოგადოებაზე გავლენაც იქონიონ. ბევრიც იმისათვის მუშაობს, რომ კორპორაციული მიზნების შესახებ განაცხადი ჩამოაყალიბოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუ თქვენც ასე იქცევით, მაშინ აშშ-ის ბიზნეს მრგვალი მაგიდის განცხადებასთან დაბრუნება ნამდვილად ღირს — თითოეული ჩვენი ინდივიდუალური კომპანია მის კორპორაციულ მიზანს ემსახურება, ფუნდამენტურ ვალდებულებას ჩვენს ყველა დაინტერესებულ მხარეს ვუზიარებთ. აქ კი მომხმარებლები, თანამშრომლები, მომმარაგებლები და ის საზოგადოებები იგულისხმება, რომლებშიც კომპანიები და ინვესტორები ოპერირებენ. 

ხოლო კომპანიის მიზანს ყველა მათგანისთვის რაღაც უნდა ჰქონდეს და ის, რასაც თითოეულს სთავაზობს, მკაფიოდ გაზომვადიც უნდა იყოს. მეტიც, თქვენს ორგანიზაციას მთელი რიგი დაინტერესებული მხარეების, კომენტატორების, აქტივისტების, ასევე ტრადიციული და სოციალური მედიის მიერ პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომ, განცხადების შედგენისას შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ:

დაადგინეთ ძირითადი დაინტერესებული მხარეები

კორპორაციული მიზნისკენ სწრაფვის შედეგად, ბიზნესები იმ დაინტერესებული მხარეების სპექტრს აფართოებენ, რომლებსაც ძირითადად მიიჩნევენ. ეს ადრე ვიწროდ იყო განსაზღვრული და მოიცავდა მომხმარებლებს, დასაქმებულებსა და დაინტერესებულ მხარეებს. ახლა კი სია ხშირად მომწოდებლებს შეიცავს. მართალია, ბიზნესი უარყოფს, მაგრამ ბევრ ინდუსტრიაში ისინი ძირითად როლს თამაშობენ. 

დიახ, მიზნის შესახებ განცხადებები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაფართოვდა. ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ — Woolworths ავსტრალიის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელია, რომელსაც 200000-ზე მეტი თანამშრომელი და 3000-ზე მეტი მაღაზია აქვს. წლების წინ, აცხადებდა: ჩვენ ფოკუსირებული ვართ აქციონერთა შემოსავალზე, მაგრამ ახლა ეს იკითხება, როგორც რათა შევქმნათ უკეთესი გამოცდილება ერთად უკეთესი მომავლისთვის. თუმცა ინკლუზიურობასთან ერთად მრავალი გაურკვევლობაც იჩენს თავს. 

იდეალურ შემთხვევაში, მიზნის განცხადება ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს გამოავლენს. ავიღოთ Rio Tinto, მსოფლიოში სიდიდით მესამე სამთო კომპანია, ისინი ბოლო ანგარიშში ხუთივე დაინტერესებულ პირს ახსენებენ: ჩვენი პროდუქტების, ადამიანების, პარტნიორებისა და ტექნოლოგიების საშუალებით, მიზნად ვისახავთ, მსოფლიოში ნახშირბადის შემცირებას და ამასთან, კაპიტალის დისციპლინაზე, ზრდასა და დაინტერესებული მხარეებისთვის მიმზიდველი შემოსავლების მიწოდებაზეც ვართ ორიენტირებულნი… ამ მოგზაურობაში მომხმარებლებთან, პარტნიორებსა და ადგილობრივ საზოგადოებებთან უფრო ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვქმნით უსაფრთხო, პატივისცემით სავსე და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს. 

დაინტერესებული მხარეებისთვის თქვენი საკუთარი ინდუსტრიის ენაც გექნებათ და მომხმარებლების ნაცვლად, კლიენტებს, პაციენტებს ან სტუდენტებს უნდა დაუჭიროთ მხარი. ამასთან, მრგვალი მაგიდის ხუთივე კატეგორიაც შეიძლება არ იყოს რელევანტური. მაგალითად, თუ არაკომერციული ან მოხალისეობრივი ორგანიზაცია გაქვთ, შესაძლოა, დაინტერესებული მხარეები საერთოდ არ გყავდეთ. ხოლო, თუ პროფესიონალური მომსახურების კომპანია გაქვთ, მომმარაგებელი აქ მთავარი ვერ იქნება. 

დარწმუნდით, რომ თქვენი გავლენის მეტრიკა დაინტერესებულ მხარეთა კატეგორიებს შეესაბამება 

საკმარისი არ არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ დაინტერესებულ მხარეებზე ხართ დამოკიდებული. უნდა აკონტროლოთ, რას აძლევთ მათ. ბევრ კომპანიას კი ამისთვის საზომი საერთოდ არ აქვს. 

Rio Tinto-ც აღიარებს: გადაწყვეტილებების მიღებისას მომხმარებელთა საჭიროებები ცენტრალური ნაწილია. ხოლო მომმარაგებლებთან არსებული ურთიერთობის ხარისხი მნიშვნელოვანია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტექნოლოგიური და ბაზრის განვითარების წინა ხაზზე ვრჩებით“. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია მომხმარებლებსა და მომმარაგებლებზე თავისი გავლენის მონიტორინგს არ აწარმოებს.

აი, რაც შეეხება Woolworths, იგი დაინტერესებული მხარეების მეტრიკის სრულ გამოცდილებას გვთავაზობს. მრგვალი მაგიდის 5 ჯგუფიდან, ისინი სამს ადევნებდნენ თვალყურს. მაგალითად, მომხმარებელთა საზომი მოიცავდა ე. წ. პრომოუტერის ქულებს, დასაქმებულთა მეტრიკა მრავალფეროვნების რეიტინგებს, ხოლო საზოგადოებების საზომი ნახშირბადის ემისიებსა და გადამუშავების მეტრიკებს. 

გამოდის, თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ორგანიზაციებს ეძებენ, რათა ვიწრო კორპორაციული ფინანსების მიღმა გარკვეული შედეგები მიიღონ. ეს ტრენდი თანამედროვე და აქტუალური ფენომენიცაა. ახლა კი, უკვე დროა, შეამოწმოთ თქვენი მიზანი და კორპორაციული საზომი იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც ზემოთ განვიხილეთ.

წყარო: HBR



Mymarket.ge ფიშინგის ახალ ტალღას ებრძვის

ის, რაც „ევრობასკეტის”, დიდი საკალათბურთო ჩემპიონატის შესახებ უნდა ვიცოდეთ