in

როგორ მივიღოთ კომპანიის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები?

თუ მაგალითად, კომპანიაში უფრო მეტი მომხმარებლის შეძენას დაისახავენ მიზნად, ეს ბრეინშტორმინგის შეხვედრებში გადაიზრდება, რათა იპოვონ პასუხი კითხვაზე: როგორ?. თუმცა მსგავსი შეხვედრები ან ვორქშოფები აუცილებლად უნდა მოიცავდეს საუბრებს კომპანიის ღირებულებებზე — პატიოსნება, ერთიანობა, პატივისცემა, ემპათია, სამართლიანობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომხმარებელი პირველია… დიახ, როცა სტრატეგიებს, პრიორიტეტებს, პროდუქტებს ან მომსახურებებს ვქმნით, აუცილებელია, ჩვენი ქმედებები კომპანიის ღირებულებებს ასახავდეს.

პატიოსნება და ერთიანობა

დარწმუნდით, რომ არაფერია თქვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებებში ისეთი, რაც უპატივცემულობას გამოხატავს, იქნება ეს ხრიკები, ტყუილი თუ ბუნდოვანი ფასები. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გამჭვირვალე და ეთიკური უნდა იყოს. გადაწყვეტილებები უნდა მოიცავდეს მრავალმხრივი გავლენებისა და შედეგების განხილვას მომხმარებლებისთვის. თანაც ჩვენ მათ ნდობას ყოველი ინტერაქციისას ვიძენთ და მისი დაკარგვაც თვალის ერთ დახამხამებაშია შესაძლებელი. ამგვარად, ყველა შეხების წერტილი მომხმარებლების ნდობის მოპოვებასა თუ შენარჩუნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული…

პატივისცემა და ემპათია

და როგორ ვაჩვენოთ ეს სამიზნე აუდიტორიას? მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა და მიმღებლობა ჩვენი პროექტის ყველა ასპექტში გვაქვს ინტეგრირებული? ჩავატარეთ თუ არა სამიზნე აუდიტორიის წევრების კვლევა განსხვავებული გენდერის, ეთნოსის, წარმომავლობის, ენების, სპეციალური საჭიროებების, დიაგნოზების, მდგომარეობების, ცაციობისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით? ვინ გამოვრიცხეთ აქედან და რატომ?

ჩვენ ვერ გვექნება რეალური ემპათია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ შეგვისწავლია ან არ გაგვიგია მათი პერსპექტივები. კომპანიის ღირებულებები კი იგნორირებულია, ემპათია უბრალო სანახაობად იქცევა, როცა:

  • მიმღებლობას უყურებთ, როგორც ფუნქციას, რომელიც მოგვიანებით შეგიძლიათ, დაამატოთ. რაღაცას, რაც შეგიძლიათ დააყოვნოთ და ნახოთ, მომხმარებლები მოითხოვენ თუ არა მას. 
  • ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს მომხმარებლებზე და მათი ქმედებების მიმართ არსებულ სტერეოტიპებზე, ვარაუდებზე დაფუძნებით.
  • DEI-სა და მიმღებლობის გუნდები არ არსებობს, არ ფლობს ძალაუფლებას ან პირველია, რაზეც უარს იტყვიან…

პასუხისმგებლიანობა და ვალდებულება

გუნდის წევრები ან ლიდერები ხშირად ამბობენ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ან პროექტზე პასუხისმგებლობას თავად აიღებენ. მაგრამ როგორ გამოიყურება ეს სინამდვილეში? დროთა განმავლობაში ადამიანები ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ბიზნესის მიზნებს მიაღწიონ. თუმცა ეს უმეტესად მომხმარებლების საწინააღმდეგოდ მუშაობს… ჩვენ ვაიგნორებთ კომპანიის ღირებულებებს, მომხმარებლების საჭიროებებს და ვმანიპულირებთ მათზე იმ ქმედებებით, რომლებიც გვინდა, რომ განახორციელონ. ხოლო, როცა ექსპერიმენტი ვარდება, გაკვირვებულიც ვრჩებით, რადგან მომხმარებლები კმაყოფილებას არ გამოხატავენ, წუწუნებენ და გვტოვებენ კიდეც. 

ვიცით, რომ ჩვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ მაინც მომავალში გავაკეთებ მიდგომას ვირჩევთ. ასე კი მომხმარებლებს დაბალ ხარისხს ვაწვდით და კომპანიას მარცხის რისკების წინაშე ვაყენებთ. და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რისკებსა და მარცხზე? ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, გუნდი, ლიდერი ან ხელმძღვანელი. ხოლო თუ მარცხს პასუხისმგებლობის აღების გარეშე ვიღებთ, გამოდის, არც მიზეზი გვქონია, რაღაც უკეთ ვაკეთოთ…

კომპანიის ღირებულებები თქვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავია

ოღონდ ნება მიეცით, თქვენსავე გადაწყვეტილებებს წარუძღვეს. დაფიქრდით:

  • ითვალისწინებთ თუ არა კომპანიის ღირებულებებს, როცა ახალ ან გაუმჯობესებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს განიხილავთ?
  • ეთიკური, პატიოსანი, გამჭვირვალე და მკაფიო ხართ?
  • ადამიანებს უტოვებთ არჩევანის უფლებასა და ავტონომიურობას?
  • მრავალფეროვნებას, თანასწორუფლებიანობას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას ყველა საუბრის, გადაწყვეტილების, კონცეფციისა თუ დიზაინის ცენტრში ათავსებთ? 

გახადეთ საკითხები მარტივი, ლოგიკური, ინტუიციური, მკაფიო, გამჭვირვალე და პატიოსანი თქვენი მომხმარებლებისთვის. სანაცვლოდ კი ისინი, ლოიალობას პოზიტიურ WOM-სა და იმ შემოსავლებს შემოგთავაზებენ, რომლებიც კომპანიას ზრდისთვის სჭირდება. 

რას გვასწავლის ძველბერძნული სიბრძნე ბრენდის განვითარებაზე?

მინიმალისტურად აღქმული ახალი წელი ანიმაციურ რეკლამაში