in

როგორ დავწეროთ კომპანიის კარგი ისტორია? 5 მარტივი ელემენტი

ის, რომ კომპანიას კარგი ისტორიები უხდება, საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვიყოთ კარგი მთხრობელნი? წარმოგიდგენთ 5 ელემენტს, რომელიც თანამედროვე წერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

ინსპირაცია

რაზე დაფუძნებით დაარსდა ბიზნესი? ვინ იყო ჩართული და რამ შთააგონა ისინი? რა პრობლემის გადაჭრას ცდილობდნენ? როგორი იყო მათი ხედვა და მისია?

გამოწვევები

რა გამოწვევები გადალახეს დამფუძნებლებმა და მათმა გუნდმა ბიზნესის ასაშენებლად? ეს შეიძლება იყოს შიდა ან გარე, მიკრო ან მაკრო საკითხები. აქვე მოდის კითხვა – რა გააკეთეს მათ დასაძლევად?

ამბიცია, რომ იყოს დიდებული

რით გამოირჩევით? რა არის თქვენი ყველაზე გამორჩეული აქტივი? ეს შეიძლება იყოს პიონერული აზროვნება, ბიზნესის კეთების ახალი გზა, ახალი ტექნოლოგია, ახალი პროდუქტი ან სერვისი და ა.შ.

მიღწევები

სად ხართ ახლა? რას მიაღწიეთ ბიზნესით? რათი ხართ აქტიურად დაკავებული? რა გავლენა მოახდინა თვენმა ბრენდმა? რა ეტაპზე გადაჭერით ინსპირაციული პრობლემა?

ხედვა – რა არის შემდეგი? რისთვის იღწვით? რა იწვევს ადამიანების თქვენს ბიზნესში ჩართულობას?

ახლა კი ისევ მოკლე პუნქტებად ჩამოვწეროთ, როგორ მივიდეთ ამ მიზნებამდე:

  • დაიწყეთ მთავარი ხელჩასაჭიდით – ეს შეიძლება იყოს უნიკალური ღირებულების წინადადება, დამაჯერებელი ფაქტი ან ანეკდოტი;
  • შთაგონება – ნუ შეგეშინდებათ თქვენი დიდი იდეის გამოქვეყნების;
  • მიღწევები – თუ შეგიძლიათ რაოდენობრივად განსაზღვროთ თქვენი მიღწევები, გააკეთეთ ეს;
  • გამოწვევები – არ ჩაუწვრილმანდეთ, უბრალოდ გამოთქვით ისინი და თქვით რა გააკეთეთ მათთან გასამკლავებლად;
  • ამბიცია, რომ იყო დიდებული – მესამე მხარის აღიარებას გაცილებით მეტი გავლენა აქვს, ვიდრე იმას, რასაც საკუთარ თავზე ამბობთ;
  • მიღწევები – ფოკუსირება კონკრეტულ მიღწევებზე.

როგორ შეუძლიათ ბრენდებს ზაფხულის ეფექტურად გამოყენება?

გაეცანით მითებს თქვენი საყვარელი ინგრედიენტების შესახებ