in

რობოტი, როგორც მცველი და მეგობარი — EBO X

სტატისტიკის თანახმად, ადამიანები საშუალოდ 26 წელს ატარებენ ძილში, 30-ს კი სამსახურში. შესაბამისად, ოჯახთან და შინაურ ცხოველებთან დროის გასატარებლად ყოველდღიურად 1-2 საათი თუ რჩებათ. დიდი ალბათობით, თქვენც მათ შორის ხართ და ხშირად საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებისა თუ ჯანმრთელობის საკითხებიც განაღვლებთ. სწორედ ამიტომ შექმნა Enabot-მა EBO X — ოჯახის მცველი, კომპანიონი და მეგობარი, რომელთანაც ბავშვებიც სიამოვნებით ითამაშებენ.

სხვა ტექნოლოგიებისგან ის განასხვავებს, რომ აქ ადამიანური შეხების მომენტი ჩნდება. უპირველესად, იგი თქვენი სახლისა და ოჯახის მცველია. თვითბალანსებული და ორბორბლიანი დიზაინით. ამასთან, ჭკვიანი რუკების შედგენის უნარით თქვენი სახლის ნებისმიერ წერტილში შეუძლია მისვლა — შესაძლებელია აკრძალული სივრცეების დაწესებაც. იგი არა მხოლოდ კონკრეტული სახლის რუკას ადგენს, არამედ ბარიერების თავიდან აცილებაც შეუძლია.

ხოლო 4K კამერითა და 8MP ულტრა დაბალი სინათლის სენსორით როგორც დღისით, ისე ღამითაც ხედავს. ესმის კიდეც და ხმის მიმართულებით წასვლაც შეუძლია. თანაც, მარტო მომხმარებლის ხმას კი არ მიჰყვება, არამედ პოტენციურ ინციდენტს ადგენს…

EBO X ოჯახის მცველის როლსაც ითავსებს — შეუძლია დაადგინოს და გითხრათ, თუ მაგალითად თქვენი ოჯახის ხანდაზმული წევრი წაიქცევა, ბავშვი ტირილს დაიწყებს ან ვინმე დახმარებას ითხოვს. თანაც, სახის ამოცნობის სისტემა მას საშუალებას აძლევს, კონკრეტულ ადამიანს მიმართოს. 

ეს მოწყობილობა უდავოდ ძალიან საყვარელია, რაღაც სათამაშოს მსგავსი, რაც არც შემთხვევითია. მისი პრემიუმ Harman AudioEFX სპიკერით შეუძლია, ბავშვები ხმის ეფექტებითა და მუსიკით გაართოს, გაჰყვეს მათ და უზრუნველყოს მათივე უსაფრთხოება. იგი Alexa Voice Control-საც იყენებს, რათა ყველა ხმოვანი ბრძანება შეასრულოს. 

ეს ყველაფერი არ არის, EBO X ოჯახური ფოტოს გადაღების პრობლემასაც აგვარებს. ორმხრივ კომუნიკაციასაც კი გთავაზობთ, როცა სამსახურში ხართ და გსურთ, გაიგოთ, როგორ არიან სახლში მყოფები. შესაძლებელია მედია ფაილების SD ბარათზე შენახვაც.

მენტალური შვებულება თიბისი დაზღვევაში

ევოლუშენ საქართველო სტუდენტ თანამშრომლებს 1000-ლარიანი სტიპენდიის აღების შანსს აძლევს