in ,

ნიუ-იორკელებმა კომუნიკაციის სახალისო გზას მიაგნეს – სტიკერების ბუმი Canal Street-ის ფანჯრებზე

ნიუ–იორკში Canal Street-ზე შენობების ფანჯრები განსხვავებულად აჭრელდა. აქცია #postitwars  მისალმებით დაიწყო. პირველი ინიციატივა იყო Hello, რასაც მთელი შემოქმედებითი ბუმი მოჰყვა. ოფისების ფანჯრები გადაიქცა კრეატიული უნარების გამოხატვის საშუალებად. “სტიკერებით” ხატვის ახალი მოდა ამ ქუჩაზე #CanalNotes სახელით დამკვიდრდა. ეს კომუნიკაციის ახალ საშუალებად იქცა, ორგანიზაციები ფანჯრებიდან ერთმანეთს ვიზუალურ შეტყობინებებს უგზავნიან.

სარეკლამო სააგენტო  The Havas New York Village–მა  ყველაზე დიდი ნახატი Dropped the (Giant) Mic შექმნა სტიკერებისგან.  ორშაბათს, სამუშაო საათების შემდეგ,  დაღლილობის მიუხედავად, ენთუზიასტი თანამშრომლები 4 საათის მანძილზე აკრავდნენ წებოვან ქაღალდებს. ზუსტად აქ გამოჩნდა კორპორატიული სულისკვეთება და გუნდურობა. ამ ნახატით მათ აჩვენეს თავისი უპირატესობა, კრეატიულობა და მასშტაბური აზროვნება. პარალელურად, არაპირდაპირი რეკლამაც გაიკეთეს და “სტიკერების ომიც” დასრულდა.

გთავაზობთ სტიკერების გაკვრის ამსახველ ვიდეოს, მაგრამ პარალელურად ენერგიული მუსიკა ჩართეთ, რადგან ვიდეო მუსიკის გარეშეა.

 

პ.ს. მარკეტერ ენთუზიაზმით უერთდება ნიუ-იორკელების ინიციატივას და გთავაზობთ “სტიკერული” შემოქმედების ჩვენეულ ვერსიას.

experienceMarketer

 

Check in Georgia – ერთ კადრში და ერთი ამოსუნთქვით

დღეს ორსართულიანი მატარებლის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა