ეფექტურ კომუნიკაციასა და ზუსტი სიტყვების შერჩევას თუ ისწავლი, საბაზრო სივრცეში კიდევ უფრო გაიზრდები.
თუ ბიზნესი უკვე გაქვს, გრძელვადიანი წარმატებისთვის შენი თანამშრომლების პატარა წარმატებაზე მითითებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თავად ხარ თანამშრომელი, მაშინ უნდა იცოდე, როგორ გააუმჯებესო კომუნიკაციის უნარი, რაც კომპანიასა და ბაზარზე შენს ღირებულებას გაზრდის.
სამი საშუალება, რომელიც გაჩვენებს, როგორ შეუძლია კომუნიკაციის უნარის დახვეწას შენი ბიზნესის გაუმჯობესება და წარმატების დონის ამაღლება.
1. გააფართოე შენი ჰორიზონტი ბაზარზე !
შეიძლება, შენი ბიზნესის მიზნისა და სწორი ხედვისთვის რაც საჭიროა, შენ უკვე ყველაფერი იცი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს შესაბამისი სიტყვებით ვერ გამოხატავ, ბაზარზე შენი შანსები მინიმალური იქნება.
გაიხსენე ყველა დიდი და წარმატებული ბიზნეს ლიდერი. ყველა მათგანი გაწონასწორებული და არაჩვეულებრივი მოსაუბრეა. თუ მათ იდეა ან გეგმა აქვთ, კარგად იციან როგორ გადმოსცენ ის ზუსტად და ეფექტურად.
კომუნიკაციის უნარის დახვეწით გააფართოე შენი ჰორიზონტი ბაზარზე.
2. მართე და განათლება მიეცი დასაქმებულ ადამიანებს!
საუკეთესო განმანათლებლებს არა მხოლოდ კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვთ, არამედ, მათთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მის ბიზნესში დასაქმებულები ახალ უნარებსა და შესაძლებლობებს დაეუფლონ.
დაფიქრდი, შეიძლება, ძალიან ოსტატურად და ჭკვიანურად აღწერდე შენს საქმეს, მაგრამ, თუ სიტყვიერად ვერ გადმოსცემ შენს ხედვას, მიზნებსა და შეტევის ტაქტიკას, შენი ზრდის მაჩვენებელი საგრძნობლად დაიწევს.
3. გახადე სხვები მოტივირებული
კომუნიკაციის უნარის გასავითარებლად მნიშვნელოვანია სხვების ინსპირირება. საუკეთესო მმართველებმა კარგად იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს დროის გამონახვას იმისათვის, რომ საკუთარი თანამშრომლები წაახალისონ, სტიმული მისცენ და დაანახონ რეალობა იმ რეგრესის და შეფერხებების მიღმა, რაც შეიძლება მოცეულ მომენტში არსებობდეს. ყოველდღიური მოვლენები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება ჩვენს ირგვლივ, დიდ გავლენას ახდენს დასაქმებულებზე. მაგალითად, განქორწინება. ამ დროს მათ უფროსისგან გამამხნევებელი სიტყვები ხშირად ჭირდებათ. როდესაც თანამშრომლები უფროსის უბრალო და გულწრფელი სიტყვებით მოტივირებულები და შთაგონებულები არიან, მათ შეუძლიათ დამატებით იმუშაონ – ზუსტად ისე, როგორც მშობლების გამამხნევებელი სიტყვები მოქმედებს შვილებზე. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება.
მას შემდეგ, რაც წარმატების მისაღწევად კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობის სამი მიზეზი აღვნიშნეთ ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ უნარის გაუმჯობესება.
პირველ რიგში, ჩამოწერე შენი ძლიერი მხარეები და შედარებით სუსტიც, რომლებიც, შენი აზრით გამოსასწორებელია. გრძნობ, რომ შეგიძლია ბაზარზე გახვიდე და ეფექტურად ილაპარაკო შენს საქმიანობაზე, მაგრამ არ გაქვს საკმარისი უნარი, გახდე შენი თანამშრომლებისთვის საქმიანი განწყობის და ინსპირაციის შემქმნელი ? ჩამოწერე ყველაფერი და დაიწყე მოქმედების გეგმის შედგენით, რომელიც განავითარებს კომუნიკაციის უნარს. ორი საშუალება, რომლებიც დაგეხმარება გადადგა პირველი ნაბიჯი:
- დადე ლექსიკონი სააბაზანოში. ეს ნელი, მაგრამ უდავო საშუალებაა, გაზარდო სიტყვების მარაგი, რომელიც შემდეგ კომუნიკაციაში დაგეხმარება.
- ლოგოპედთან სიარული დაგეხმარება აღმოაჩინო ახალი გზები მიზნის მისაღწევად. ეს პროცესს დააჩქარებს.
წყარო: www.entrepreneur.com











