in

ახალი Kona „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმშია

ავტობაზარზე „ჰიუნდაი კონას“ მეორე თაობა გამოვიდა და უკვე „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმშიც დაიდო ბინა. ავტომობილს წინამორბედთან შედარებით, უფრო დიდი გაბარიტები, თამამი სტილი, დინამიკურობა და მძღოლზე ორიენტირებული ინტერიერი გამოარჩევს. Kona-ს ახალი თაობა ჰიბრიდული, 1,6 ლიტრი მოცულობის ძრავითა და წინაწამყვანთვლიანი (4X2) ვერსიით არის წარმოდგენილი. გარანტია ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე 7 წელი ან 150 000 კმ-ია.

სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძრავის რამდენიმე ვერსია აქვთ, KONA-მ პირველი ნაბიჯები EV(ელექტრო) ვარიანტის შექმნით გადადგა და შემდეგ მისი ადაპტაცია დანარჩენ მოდელებში განახორციელა. ამ არატრადიციულმა მიდგომამ ჰიუნდაის საშუალება მისცა, KONA-ს ყველა ვერსიისთვის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული დიზაინური გადაწყვეტა მიესადაგებინა, რომლის გამომხატველი ერთ-ერთი მთავარი შტრიხია უამრავი პიქსელისგან შემდგარი ჰორიზონტალური განათება.

ავტომობილის დინამიკურ სტილს ამშვენებს გამოკვეთილი ბორბლის თაღი, რომელიც ფარებს აერთიანებს და მანქანის სიმყარეს უწყობს ხელს. მკვეთრი დიაგონალური გვერდები ქრომირებულ მოლდინგებს აკავშირებს ერთმანეთთან და დახვეწილ კონტურს ქმნის. უკანა პანელი კი წინა ნაწილის მსგავსად, აღჭურვილია ჰორიზონტალური ნათურით.

ახალი კონა კიდევ უფრო ტევადი გახდა. პროგრესი შეეხო არა მარტო სალონის სივრცეს, არამედ გაუმჯობესდა გამოყენებული მასალების ხარისხიც. მეორე თაობის „კონა“ წინამორბედზე ტევადია. გაუმჯობესებულია მასალების ხარისხიც. ახალ ავტომობილში მოთავსებისთანავე შეამჩნევთ კიდევ უფრო მოხდენილ და მაღალხარისხიან კოკპიტს – ორი ინტეგრირებული 12,3-დიუმიანი სენსორული მონიტორითა და ციფრული მაჩვენებლების დაფით. ახალ ეკრანებს არა მარტო მაღალი გარჩევადობა გამოარჩევს, არამედ სიმარტივეც: დიდი ზომის გამოსახულებები და პიქტოგრამები, მენიუს ყველასათვის გასაგები და აღქმადი სტრუქტურა.

ინტერიერი აღჭურვილია:

  • Bose-ს პრემიუმ აუდიოსისტემით
  • Android Auto და Apple Car Play-ს ფუნქციებით
  • მძღოლისა და მგზავრის პრემიუმ სარელაქსაციო სავარძლებით
  • USB-C და უკაბელო დამტენებით
  • 2 ზონიანი კლიმატკონტროლით
  • გაორთქლვის საწინააღმდეგო ავტომატური სისტემით
  • 4 კამერით წრიული ხედვისთვის
  • ნავიგაციით (ინტეგრირებული საქართველოს რუქით)
  • 112-ის ღილაკით
  • ტელემატიკური სისტემა BLUELINK-ით, რომელიც საქართველოში პირველად არის ხელმისაწვდომი. სისტემა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ავტომობილის ფუნქციები სმარტფონით აკონტროლონ.

ახალ მოდელში გაიზარდა ავტომობილის საბარგულის მოცულობაც, რომელიც 466 ლიტრს შეადგენს, უკანა სავარძლის საზურგეების გადაწევის შემთხვევაში კი ჯამში, საბარგულის მოცულობის გაზრდა 1300 ლიტრამდე შეიძლება.

აღსანიშნავია ავტომობილის უსაფრთხოების სისტემაც – SmartSense – რომელიც ახალ „კონაშია“ ინტეგრირებული. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

გაგაცნობთ SmartSense-ის რამდენიმე ფუნქციას:

ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;

უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;

უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;

დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა;

ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;

ზოლში მოძრაობის და შენარჩუნების დამხმარე სისტემა;

ახალი კონას ჰიბრიდული ვერსიების დაჯავშნა/შეძენა უკვე შესაძლებელია.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: hyundai.gehttps://www.facebook.com/hyundai.ge 

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

[R]

ფერების ფსიქოლოგია კინოში

Google Maps-ს ახალი AI ხელსაწყოები ემატება