in

კონკურენტ თანამშრომლებთან ურთიერთობის 3 სტრატეგია

ხშირად გამოსაცდელი ვადით მუშაობის დროს, წინასწარ განსაზღვრულია, რამდენი ადამიანი დასაქმდება გუნდიდან. შესაძლოა, თქვენ ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, ერთად გახვიდეთ საჭმელად, წახვიდეთ გასართობად, მაგრამ რაღაც მომენტში მიხვდებით, რომ ისინი თქვენი არა მარტო კოლეგები, არამედ მეტოქეები არიან. 

როგორც კი მაღალ თანამდებობებს მიუახლოვდებით, მსგავს სტრესულ სიტუაციებს სამსახურეობრივ ურთიერთობებში უფრო ხშირად შეხვდებით. ეს სარისკო და რთულიც ხდება. ერთდროულად დილემა და პარადოქსია. დიახ, ზუსტად ის ადამიანები, რომელთანაც თანამშრომლობა სამუშაოს შესასრულებლად და სამსახურში კმაყოფილების მისაღებად გჭირდებათ, გადარჩენისთვის თამაშში თქვენი კონკურენტები არიან.

ფაქტი კი ის არის, რომ სამსახური ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალიდან, სადაც ურთიერთობაში ჩაბმას გვაიძულებენ. იმისათვის, რომ ორგანიზაციულ მიზნებს მივაღწიოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ მეგობრულად და ეფექტურად. ხოლო თუ ამბიციურები ვართ ან ორგანიზაციაში საკმაოდ დიდხანს ვჩერდებით, საბოლოოდ, თანამშრომელთა უმეტესობა ან ჩვენი უფროსი ხდება, ან დაქვემდებარებული პირი.

მაშინ, როგორ უნდა ვმართოთ ეს პოტენციურად არეული, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ურთიერთობები? ამაში შემდეგი 3 სტრატეგია დაგეხმარებათ:

ნუ მოელით მეგობრობას

შესაძლოა, თანამშრომელს მეგობრად თვლიდეთ, მაგრამ ხშირად ვერ მიიღოთ მისგან ის დახმარება, რომელსაც ელით… დიახ, ეს დიდი იმედგაცრუებაა. ისიც მართალია, რომ თბილი სამსახურეობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, მაგრამ აქაც არსებობს ზღვარი, თუ რა ითვლება ჯანსაღ ემოციურ კავშირად კორპორატიულ კიბეზე ასვლისას. 

შეინარჩუნეთ მეგობრობა იმ დონეზე, რომ მათი პარტნიორისა თუ შვილების სახელები გახსოვდეთ, მაგრამ საზღვრებს არ გასცდეთ. პირადი ინფორმაციის ზედმეტად გაზიარებამ, როგორიცაა რელიგიური თუ პოლიტიკური ხედვები, შესაძლოა, ურთიერთობაში კონფლიქტიც გამოიწვიოს და თავი კომფორტულად აღარ გაგრძნობინოთ. ნუ შეხედავთ სამსახურს, როგორც ადგილს, სადაც თქვენს ძირითად ემოციურ საჭიროებებს დააკმაყოფილებენ. ინვესტიცია განახორციელეთ ურთიერთობებში და იმ ორგანიზაციებში, რომელზეც კომპანიის გარეთ ზრუნავთ.

მართეთ ირიბად

როდესაც უკვე მაღალ რანგზე განიხილებით, აღმასრულებელი ხელმძღვანელები თქვენს თანამშრომლებთან მიდიან და თქვენ შესახებ ეკითხებიან. ეს ხშირად არაფორმალური დიალოგია. საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის Amazon-მაც, ეს მიდგომა უკვე ფართოდ დაამკვიდრა და თანამშრომლების უკუკავშირს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. 

თუმცა თანამშრომლებთან ხშირად ვერ ვახერხებთ ჩვენი საუკეთესო ვერსიების წარმოჩენას, მაგალითად ისე, როგორც ჩვენს უფროსთან თუ პირდაპირ მომხსენებლებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეგები სწორედ იმ ჯგუფს შეადგენენ, რომელთაც ბევრი რამ იციან ჩვენივე სისუსტეების შესახებ. ისინი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი არიან, რადგან თქვენ ერთ დონეზე მუშაობთ. ორგანიზაციის ფსიქოლოგის ჯონ ჰორტონის თქმით კი, ჩვენ თანამშრომლების მიმართ, ძირითადად გამანადგურებელ ლიდერულ ქცევებს წარმოვაჩენთ. გამოდის, ხშირად მათმა ცუდმა გამოხმაურებამ დაწინაურებაზე ცუდად შეიძლება იმოქმედოს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაიგოთ თქვენი გავლენა თანამშრომლებზე. ჰკითხეთ მათ და გამოყავით დრო, რათა გაიგოთ, როგორ მოქმედებს თქვენი ან თქვენი გუნდების ქმედებები მათი მიზნების მიღწევაზე. იპოვეთ საერთო საფუძველი მათ მხარდასაჭერად და გაააქტიურეთ ურთიერთგაგების ნორმა — კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანები ეხმარებიან მათ, ვინც ეხმარება. ხოლო თანამშრომლების გამოკითხვის რუტინულ ჩვევად ქცევამ, შესაძლოა, მალევე გამოავლინოს შესაძლებლობები თუ მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ურთიერთობის გამყარების შანსსა და, საჭიროების შემთხვევაში, კურსის გამოსწორების საშუალებასაც მოგცემთ. 

დახვეწეთ თქვენი პოლიტიკური უნარები

კოლეგები კრიტიკულ ინფორმაციულ მიზნებს ემსახურებიან — ისინი ხშირად ღირებულ ცოდნას ფლობენ, რაც თქვენ გაფრთხილებთ, თუ რა ხდება ორგანიზაციაში და რატომ.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი პეფერის თქმით კი, ეს შერეული მოტივების თამაშია და მხოლოდ საუკეთესო, პოლიტიკურად ყველაზე ეფექტურ თანამშრომლებს შეუძლიათ წარმატებით დამალონ ნამდვილი დღის განრიგი და ქმედებები. ამიტომ, პირველი რამ, რაც თანამშრომლებთან უნდა გააკეთოთ არის ის, რომ შეძლებისდაგვარად გაარკვიოთ, რისთვის არიან ისინი მზად. 

იმისათვის, რომ განზე არ დარჩეთ, გულწრფელად შეაფასეთ ქცევები, რომლებსაც თქვენს ორგანიზაციაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. დააკვირდით, ვინ დაწინაურდება და რატომ. იყავით სტრატეგიული და დაამყარეთ ურთიერთობა კოლეგებთან, რომლებსაც მხარს უჭერენ და იპოვეთ საერთო საფუძველი ორმხრივად სასარგებლო დღის წესრიგის წინსვლისთვის. აქ უფრო მეტი დაცვაც შეიძლება დაგჭირდეთ…

აქვე, მნიშვნელოვანია, თქვენი ემოციების მართვაც. ხშირად, როცა ორგანიზაციაში მაღალ დონეებს უახლოვდებით, მორალზე ზემოქმედების, არასწორი ინტერპრეტაციის ან ურთიერთობების დაზიანების რისკის გარეშე, ვერ იტანთ ისეთ ემოციებს, როგორებიცაა გაღიზიანება, სიბრაზე და გადაღლილობა…

ამბიციური პროფესიონალები კი რთული სიტუაციების ნავიგაციისთვის სწორედ ზემოთ მოცემულ სტრატეგიებზე ამახვილებენ ყურადღებას.

წყარო: HBR



ზაფხულის შესანიშნავი მეგზური Bang & Olufsen-ისგან, უფრო ბედნიერი დასვენებისთვის

პლატფორმა „ინიციატივას“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, პარასპორტსმენებისთვის და ომის ვეტერანებისთვის ღონისძიება გაიმართა