in

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს!

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

კონკურსის პირობები:  

  • ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2021 წლის 21 სექტემბრიდან – 2022 წლის  31 აგვისტოს ჩათვლით;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის  გამოგზავნა;
  • აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში;
  • კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა);
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
  • საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2022წლის 9 სექტემბერი;
  • ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე;
  • გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში (“subject” ველი) მიუთითეთ: მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისათვის.

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშთეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;
  • საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 202წლის ოქტომბერში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ჯილდოს ვებგვერდზე.

[პარტნიორის კონტენტი]

მენიუს დიზაინების 200-წლიანი ისტორია 1 წიგნში

ნახეთ: ბუმბულებით შექმნილი ფერთა პალიტრა