in

კონკურსი „ვეფხისტყაოსანი“-ს ილუსტრაცია

საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია კინოთეატრების ქსელ „კავეა“-სთან ერთად აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანი“-ს ილუსტრაცია.

პროექტის მიზანია, მოახდინოს პოემის „ვეფხისტყაოსანი“-ს კიდევ უფრო პოპულარიზაცია მოზარდებში და წაახალისოს ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი უნარები.

თუ ხარ 12-დან 18 წლამდე, წაკითხული გაქვს „ვეფხისტყაოსანი“ ძირითადი, ან მისი ადაპტირებული ვერსია და შეგიძლია რომელიმე ეპიზოდის ილუსტრირება, მაშინ ეს შანსი არ უნდა გამოტოვო.

5 დეკემბრამდე გამოგვიგზავნე შენი ილუსტრაცია, რომელსაც შექმნი A3-ის ფორმატის ვერტიკალურ ფურცელზე ან ტილოზე. გადაუღე ფერადი, მაღალი ხარისხის ფოტოსურათი, მოჭერი სუფთად (crop), ისე, რომ ფოტოზე სრულად ჩანდეს ნახატი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ატვირთე შემდეგ ბმულზე.

მიუთითე ნამუშევრის დასახელება და მოკლე აღწერილობა, მაქსიმუმ 100 სიტყვა. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ფოტო იყოს jpg ფორმატში, 150 რეზოლუციით.

აღნიშნული ნახატების ციფრული ვერსია გამოფენის გახსნის დღიდან, 7 დეკემბრიდან, 14 დეკემბრის ჩათვლით იტრიალებს კინოთეატრ ამირანის ფოიეში განთავსებულ მონიტორებზე.

ჟიურის მიერ შერჩეული 20 ნამუშევარი კი გამოიფინება კინოთეატრ ამირანის ფოიეში და ავტორები მიწვეულ იქნებიან სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ვეფხისტყაოსანი“-ს პრემიერაზე  კინოთეატრ ამირანში, სადაც საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ფილმის შემქმნელებს და იმ პერსონაჟების მსახიობებს, რომლებიც შესაძლებელია თავადაც ჰქონდეთ ასახული ილუსტრაციებში.

ჟიური

მირზა პაპუნა დავითაია — ფილმის ვეფხისტყაოსანიდამდგმელი მხატვარი და რეჟისორი

გია ბუღაძე — მხატვარი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი

ლევან ბერძენიშვილი — ფილოლოგი

კოკა თოფურია — საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი. მოყვარული მხატვარ ილუსტრატორი

ბუბა კუდავა — გამომცემელი, ისტორიკოსი

საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი იხილეთ ბმულზე.

[R]

100 ლარით დაწყებული ბიზნესი და 10-წლიანი წარმატებული საქმიანობა სამშენებლო-საინჟინრო სფეროში

Pyme — სტარტაპი, რომელიც კომპანიებს web3 მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება