in

კონკურსი ზღაპრის პერსონაჟების გრაფიკული ილუსტრაციების შექმნაზე

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს კონკურსს ზღაპრის გმირების, „ფონიტოსა“ და „ნემსინოეს“ გრაფიკული ილუსტრაციების შექმნაზე. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.

„კონკურსანტებმა უნდა შექმნან ზღაპრის „კეთილი ფონიტო და ნემსინოე“ მთავარი პერსონაჟები და აუცილებლად გაითვალისწინონ მათი სახასიათო შტრიხები. ასევე, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომა და იმპროვიზაცია“.

კონკურსანტებმა ილუსტრაციები უნდა წარადგინონ: 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ელ.ფოსტაზე [email protected].

საუკეთესო ნამუშევრებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პატარა პაციენტები გამოავლენენ. გამარჯვებულ მონაწილეს, თითო გმირისთვის, 5 000, ანუ ორი პერსონაჟისთვის 10 000 ლარი  გადაეცემა.

დეტალებისთვის იხილეთ კონკურსის პირობები.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ქამელეონის პრინციპით შექმნილი რობოტი შენიღბვის ტექნიკას იყენებს

მსოფლიოში ფრინველის პირველი ციფრული სახეობა იყიდება!