in

ზურგჩანთა Google-ის ტექნოლოგიით – Konnect-i

veon
veon

ჩანთების მწარმოებელი კომპანია Samsonite-ისა და Google-ის თანამშრომლობით შეიქმნა ზურგჩანთა Konnect-i, რომელიც შეხებაზე რეაგირებს. მოწყობილობაში გამოყენებულია Google-ის ტექნოლოგია, სახელად Jacquard, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ტიპის შეხება ერთმანეთისგან განასხვავოს და შესაბამისი „დავალება“ შეასრულოს.

ხელის ზემოთ ასმა, ქვემოთ ჩამოსმა, ორი მსუბუქი დაკაკუნება და ხელის მიფარება შეხების ის სახეებია, რომელსაც ჩანთა აღიქვამს, ხოლო ის, თუ რას ნიშნავს შეხების ეს სახეები, თქვენს ჩანთას თვითონ უნდა ასწავლოთ. ამის გაკეთება სპეციალური აპლიკაციის დახმარებითაა შესაძლებელი. ხოლო „დავალებები“ შემდეგნაირი შეიძლება იყოს – სმარტფონზე შემომავალი ზარისთვის პასუხის გაცემა, მუსიკის დაპაუზება და გაგრძელება, სელფის გადაღება, ხმოვანი ნავიგაციის ჩართვა და ა.შ.

Jacquard-ის მოდულის დამუხტვა ცალკე, USB კაბელით შეგიძლიათ, რის შემდეგაც ის ჩანთის სახელურზე, სპეციალურ განყოფილებაში უნდა მოათავსოთ. Konnect-i უკვე ხელმისაწვდომია. მომცრო მოდელის ფასი 200 დოლარია, ხოლო სტანდარტული ზომის ასეთი ზურგჩანთა 220 დოლარი ღირს.

Google partners with Samsonite for its first 'affordable' smart backpack | Android Central

სავარაუდოდ, Apple iPhone 12-ს 13 ოქტომბერს წარადგენს

ელექტრონული შესყიდვების პორტალი Tenders.ge განახლდა