17
Apr
2014

კონსტანტინე ბათმანიდი – რუსთავი 2

17 Apr 2014

„ბრენდები, რომლებიც არ აკეთებენ რეკლამას, ხალხს მალე ავიწყდება“- (სტეფანი ბრინლი).

რეკლამა ლათინური სიტყვაა და ქართულად „წამოძახილს“ ნიშნავს. ნებისმიერ გამყიდველს, პოლიტიკოსსა და დაწესებულებას სურს საკუთარი თავი, საქმიანობა თუ პროდუქცია საზოგადოებას რაც შეიძლება კარგი კუთხით წარუდგინოს და ამის შედეგად მეტი სარგებელი ნახოს. რეკლამა მიზანმიმართული ინფორმაციული ზემოქმედებაა მომხმარებელზე. ეს არის კომუნიკაციის ფასიანი ფორმა.

koteროგორ ხვდება რეკლამა ტელე-ეთერებში? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული რეკლამის მიწოდება მაყურებლისთვის?

რა გათვლებს აკეთებს გაყიდვების სამსახური იმისთვის, რომ რეკლამა პოტენციური მომხმარებლისთვის მეტად საინტერესო გახდეს?

ხშირად ტაბუ დადებული ინფორმაცია, კონკურენციის, ფიფლმეტრების, ხარისხისა და თანამშროლობის შესახებ კონსტანტინე ბათმანიდმა – რუსთავი 2 ის გაყიდვების სამსახურის უფროსმა გაგვაცნო.

როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?

პირველი სამუშაო გამოცდილება სტუდენტობის დროს მივიღე. ეს იყო „იბერვიზიაში“ გადაცემა „პარანოია“. პარალელურ რეჟიმში ვიყავი კინო–ფესტივალ „ოქროს არწივის“ საორგანიზაციო კომიტეტში. შემდეგ პირველ არხზე, „დრონიში“ მუსიკალური გადაცემა „სამკუთხედი“. თსუ–ს დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა ტრანსპორტის სამინისტორში, ეკონომიკური-პოლიტიკის დეპარტამენტში, მოგვიანებით დავსაქმდი „ვოლვოს“ წარმოადგენლობა საქართველოში. ჯერ ვმუშაობდი გაყიდვების განყოფილებაში, შემდეგ ვიყავი ხელმძღვანელი. „რუსთავი 2–მდე“ ვმუშაობდი ტელეკომპანია „იმედში“.

როგორ მოხვდით რუსთავი 2-ში? გუნდი, რომელიც დაგხვდათ და როგორია ეს გუნდი დღეს?

ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ „იმედში“ მუშაობა შემეწყვიტა. მოგვინებით კი გოგი გეგეშიძემ და გეგა ფალავანდიშვილმა გამიკეთეს შემოთავაზება და მოვედი ”რუსთავი 2-ში”.

”რუსთავი 2” ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და მომწონდა, თუმცა მომწონდა ზოგადი სიტყვაა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მაღალი პროფესიონალიზმი იყო, ყოველთვის ვაფასებდი მას, როგორც კონკურენტს. ეს არის ერთი დიდი გუნდი, რომელიც გაცილებით უფრო განვითარებულია და დახვეწილი, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ”რუსთავი 2-ში” არსებობს ვალდებულებები და ჩვენ დაკისრებული ვალდებულება ერთად ან ინდივიდუალურად უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ყველაფერი უნდა შევძლოთ.

რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სარეკლამო პერიდოდი? ანუ, რომელია ყველაზე რეიტინგული გადაცემა, რომლის დროსაც სარეკლამო პაკეტის ფასი მაღალია?

რეკლამის ყველაზე მაღალი ფასი არის 22:00 საათიანი ზოლში, მეგაპროექტებს ვგულისხმობ: (ნიჭიერი, X ფაქტორი, საქართველოს ვარსკვლავი) ასევე თოქ-შოუები: მაია ასათიიანის ”პროფილი”, ”ნანუკას ჟორჟოლიანის შოუ”. ეს ყველაფერი კი რეიტინგებშიც აისახება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ჩვენ ვართ კომერციული ორგანიზმი და უნდა ვაკეთოთ ის, რაც იქნება უფრო ყურებადი და რეიტინგული.

როგორია ბიუჯეტის დინამიკა?

დაახლოებით 10 წლის წინ სატელევიზიო ბიუჯეტი იყო 5 მილიონი დოლარი. შესაბამისად, კომპანიების მიერ ჩადებული ფული ბევრად ნაკლები იყო. დღეს კი არის 40 მილიონ დოლარამდე.

როგორია სარეკლამო ბაზრის ტენდენცია ამ დროისთვის?

rustavi-22012 წელთან შედარებით ფინანსურად სარეკლამო სატელევიზიო ბაზარი შემცირებულია, მაგრამ ”რუსთავი 2-ის” შემოსავლების წილი გაიზარდა.

ეს ლოგიკურია, ჩვენ ძალიან სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ვგულისხმობ პროექტებს, რომლებმაც პირველობა მოგვიტანა. ჩვენ უნდა დავრჩეთ ყველაზე რეიტინგულები და შესაბამისად შემოსავალიც სტაბილური და მზარდი გვექნება. “რუსთავი 2” ზედიზედ 130 კვირაზე მეტია არ თმობს პირველობას.

სარეკლამო ბაზრდის ზრდა პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ვაკეთოთ ისეთი პროექტები, რომლებიც კომპანიებისათვის რუსთავი 2-ში ფინანსების დაბანდების მასტიმულირიზებული იქნება და შესაბამისად სარეკლამო ბაზრზეც ზეგავლენას იქონიებს.

ვინ და რის საფუძველზე საზღვრავს რეკლამის ფასებს? ვარდება თუ არა სარეკლამო ფასები ბაზარზე თუ გამუდმებით ზევით მიდის?

ფასები ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირითადად თანაბარია და ჩვენ ძირითადად არ ვცვლით მას. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალზედ მოთხოვნადი გახდა ინტეგრირებული რეკლამა, რომლის ფასები იზრდება. ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ კლიენტებთან. ძალიან ბევრია ისეთი კომპანია, რომელსაც სჭირდება დახმარება, ამიტომ ვცდილობთ მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, მივცეთ რჩევა, გავუზიაროთ სტრატეგია. შესაბამისად, ყალიბდება კარგი კომუნიკაცია და ნდობა.

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს კომპანია, რომელსაც სურს რეკლამის განთავსება ტელევიზიაში და მისთვის უცნობია რომელია რეიტინგული მაუწყებელი?

ჩვენ გავაჟღერეთ პრობლემის ერთი ნაწილი ანუ ვისაუბრეთ ტელევიზიების პრობლემებზე რეიტინგების გარეშე, მაგრამ მთავარი პრობლემა ტელევიზიები არ არის, არამედ ბიზნესი. კომპანიამ სწორად უნდა დაგეგმოს კონკურენტის წინააღმდეგ “რბოლა”, ამას კი რეიტინგების გარეშე ვერ გააკეთებს. თუ ვერ დაგეგმავს, ემოციის დონეზე რთულია შედეგის მიღება.

საქართველოში პირველად ”რუსთვაი 2”-მა გააერთიანა ტელევიზია და ინტერნეტი ერთ მეგა-პროექტში. ვგულისხმობ „ნიჭიერის“ ახალ ფორმატს , ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება მაყურებლის რაოდენობის გაზრდას?

ეს იყო ნამდვილი წარმატება საქართველოში, მართლა პირველად ჩვენ გავაერთიანეთ მაყურებელი და ინტერნეტ ნიჭიერი-ლოგომომხმარებელი. რამდენიმე წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინტერნეტ მომხმარებელი გაგვეაქტიურებინა ტელევიზიისთვის.

განსაკუთრებით ის აუდიტორია, რომელიც ნაკლებად უყურებს ტელევიზორს და მეტად აქტიურობენ ინტერნეტში.

ხოლო 2013 წელს ჩვენ „ნიჭიერში“ გავაკეთეთ ოთახი, საიდანაც მონაწილეები და წამყვანი ნიკა გრიგოლია ჩვეულებრივ გადიოდნენ ეთერში, მაგრამ რეკლამების დროს სტრიმინგი იყო myvideo.ge-ზე. სწორედ ამ საიტზე ჰქონდა მაყურებელს საშუალება ენახა, თუ რა ხდებოდა ამ ოთახში რეკლამების დროს. იყო სახალისო და საინტერესო. მონაწილეების საუბარი, ნიკას კომენტარები, წამყვანები, ჟიურის ურთიერთობა და დამოკიდებულება მონაწილეებთან და სხვა მრავალი დეტალი, რომელსაც მხოლოდ ინტერნეტის მომხმარებელი ხედავდა.

ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი არ უყურებს ტელევიზორს და არის ინტერნეტის, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი. ამ სოციალურ ქსელში დაკავებულია ძირითადად, ე.წ. პოსტებით. ჩვენ ძალიან სწორად გავიტანეთ ინტერნეტში ინფორმაცია მაგალითად, ”ნიჭიერისა” და ”საქართველოს ვარსკვლავის” შემთხვევაში და ვახდენდით ინტერნეტ მომხმარებლის დაინტერესებას. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესი დაეკმაყოფილებინათ რთავდნენ ტელევიზორს და იწყებდნენ გადაცემის ყურებას. წარმოიდგინეთ რა მივიღეთ, ტელევიზორთან კომპიუტერით ხელში მყოფი მაყურებელი, რომელიც უყურებს და პარალელურ რეჟიმში სოციალურ ქსელში პოსტავს. შედეგი იყო ის, რაც იყო საწყის ეტაპზე ჩვენი მიზანი ინტერნეტ აუდიტორია მოვიყვანეთ კონკრეტულად ”რუსთავი 2-ში”. შემდეგი მეგა-პროქტი ”იქს ფაქტორია” და ჩვენ ძალაინ ბერვი საინტერესო გეგმა გვაქვს განსახორციელებელი.

დავუბრუნდეთ რეკლამას, რა არის კლიენტების ძირითადი დაკვეთა? რა სურთ მათ? თქვენი პირობებით ხვდებით თუ საკუთარი შემოთავაზებებით გიკავშირდებიან?

ჩვენ ვცდილობთ რეკლამის ყველა სახეობა გვქონდეს რეალიზებული. სარეკლამო რგოლების განთავსებასა და სპონსორობას შორის შემოსავლების გადანაწილება ასეთია: სარეკლამო რგოლების განთავსება 75%, სპონსორობა 25%. არის ჩვენს მიერ ამოქმედებული კიდევ ერთი მიმართულება ეს არის ინტეგრირებული რეკლამა, რომელიც დღეს სოლიდური %-ია შემოსავლის. გაყიდვების ამ ნაწილში ჩვენი წარმატება ძალიან ბევრ არხს შეიძლება შეშურდეს. ამ მიმართულებით ჩვენ პროდუქტს სხვადასხვა გადაცემებში ინტეგრირებით ვაცნობთ. ეს არ ეხება საინფორმაციო გამოშვებას, რადგან კანონით არ შეიძლება კომერციული სიუჟეტების დამზადება. თუ ხდება მსგავსი სიუჯეტების დამზადება ეს ხდება მხოლოდ უსასყიდლოდ, ბიზნესის წახალისების და ინფრომაციის გაჟღერების მიზნით.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თქვენი, მედია მენეჯერის, სარეკლამო კომპანიისა და თავად ბრენდის წარმომადგენლების ურთიერთობა/თანამშრომლობა?

ამ თანამშრომლობას მე სირთულეებს ვერ ვუწოდებ. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობა, რომელიც დღეს მეგობრობაშიც კი გადაიზარდა ამ ყველაფერს ალაგებს. ჩვენ მედია მენეჯერთან ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ჩვენი ორგანიზმის რაღაც ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვბანია, რომ ის არის კარგი მედიატორი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენის შემომტანია ესა თუ ის კომპანია. ვცდილობ, რომ იყოს თანაბარი დამოკიდებულება. ამას ყოველთვის ვახერხებ და ეს ძალიან კარგად ფასდება.

როგორია მოლოდინი, სანამ ”რუსთავი 2-ის” ეთერში აქტიურად დატრიალდება რეკლამა და მართლდება მათი სურვილები. ზოგადად, კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვი რამდენად დიდია?

თავისთავად დიდია. ჩვენს ბაზრის წილზე ეს ყველაფერი ნათლად სჩანს, რომლის უდიდესი ნაწილი არის ”რუსთავი 2-ში”, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

განხილვა