in

შეფმზარეული კონსტანტინე თედელური „ნიკორას” ბრენდამბასადორი გახდა

შეფმზარეული კონსტანტინე თედელური, ნიკორა ხორცპროდუქტების ბრენდამბასადორი გახდა.

16 აპრილს, ხელისმოწერის ცერემონიალით, ჩვენი ძალიან საინტერესო კულინარიული პროექტი დაიწყო.

ნიკორა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელია. კომპანიის ისტორია 1998 წელს იღებს სათავეს და უკვე 25 წელია, ყველასთვის საყვარელ ხორცპროდუქტებს აწარმოებს.

ნიკორას მუშაობის სტრატეგია – განვითარება/გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება/დანერგვის უნარი, უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ დღეს, ჰოლდინგი უკვე 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ხორცპროდუქტების პარალელურად, კვების ინდუსტრიის მრავალ მიმართულებას მოიცავს.

სწორედ განვითარებისა და სიახლეების დანერგვის იდეამ დაგვაკავშირა ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ და ინოვატორ შეფთან – კონსტანტინესთან. პროექტი გულისხმობს, ჩვენი წარმოების თითოეული პროდუქტით, განსაკუთრებული და განსხვავებული კერძების შექმნას, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს მარტივად და გემრიელად მოამზადოს საკუთარი თავისთვის, ოჯახისა თუ მეგობრებისთვის, ისე როგორც აქამდე არ უცდია

ეს იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი კერძების ახლებული, თანამედროვე რეცეპტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველასათვის ხელმისაწვდომი. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება თავადვე გახდეს შეფმზარეული სახლის პირობებში.

რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა მხოლოდ ამ პროექტს არ გულისხმობს და ნიკორა სხვა უამრავ, საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

[R]

როგორ ვუპასუხოთ ვაკანსიის კანდიდატის ღია შეკითხვას

Budweiser – ამერიკული საუკუნოვანი ლუდის ბრენდი, რომელმაც მშრალი კანონის პერიოდს გაუძლო