2025 წლის 7 ივლისს, ამსტერდამში შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც კონტაქტ ჰოუმი ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საცალო ვაჭრობის ჯგუფს Euronics-ს შეუერთდა.
როგორ მოხვდა კონტაქტ ჰოუმი ამ გლობალურ ქსელში?
Euronics-ის წევრობა არც ისე მარტივია, რადგან თითოეული კომპანია გადის მკაცრ შერჩევას, სადაც აფასებენ:
- პროდუქციის ასორტიმენტის ხარისხსა და ორიგინალობას
- მომსახურების სტანდარტებს
- კომპანიის რეპუტაციასა და სანდოობას
- საგარანტიო მომსახურების დონეს
Euronics არის ტექნიკის ბრენდების გაერთიანება, რომელიც GEIE (European Group of Economic Interests) სტრუქტურის ქვეშ არის შექმნილი. ის ტექნიკის კომპანიებს საშუალებას აძლევს რომ ძლიერ საერთაშორისო ქსელში გაერთიანდნენ, გამოიყენონ საერთო რესურსები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მიიღონ უფრო ხელსაყრელი პირობები პარტნიორებისგან.
ორგანიზაცია აერთიანებს 27+ კომპანიას, 36+ ქვეყანას და 7500+ მაღაზიას, რომელთა რიცხვსაც ახლა უკვე კონტაქტ ჰოუმიც მიეკუთვნება.
რას მოუტანს ეს პარტნიორობა მომხმარებლებს?
- უფრო მრავალფეროვანი არჩევანი
Euronics-თან პარტნიორობა გვაძლევს წვდომას მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ელექტრონული პროდუქტების ბაზარზე. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს და შეიძინოს ისეთი ტექნიკა, რომელიც სხვაგან მიუწვდომელია.
- უკეთესი ფასები
როდესაც Euronics ყიდულობს პროდუქციას მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან, მას შეუძლია მოლაპარაკება უფრო ხელსაყრელ ფასზე შეაჩეროს. ეს კი ავტომატურად დადებითად აისახება საბოლოო გასაყიდ ფასზე.
- ხარისხიანი მომსახურება
Euronics-ის სტანდარტები ნიშნავს მომხმარებლის მოთხოვნებზე ფოკუსირებას და საუკეთესო მომსახურების მიწოდებას როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში. ეს გარანტიას გვაძლევს, რომ კონტაქტ ჰოუმის მომხმარებლები მიიღებენ საერთაშორისო დონის სერვისს.
რას უნდა ელოდოთ მომავალში?
„Euronics-ის წევრობა ჩვენთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. მალე ევროპული საცალო ვაჭრობის წამყვანი პრაქტიკის ჩვენივე ბაზარზე ინტეგრირებას შევძლებთ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც ორმხრივ მომგებიან პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდას, ინოვაციებს და საერთო ღირებულების შექმნას“ – ჰასან ისრაფილზადე, კონტაქტ ჰოუმის გენერალური დირექტორი.
ეს პარტნიორობა მხოლოდ დასაწყისია. მომდევნო წლებში იგეგმება:
- ახალი ბრენდების შემოტანა ქართულ ბაზარზე
- ექსკლუზიური შეთავაზებების დანერგვა Euronics წევრებისთვის
- სერვისების განვითარება ევროპული სტანდარტების შესაბამისად
კონტაქტ ჰოუმის Euronics-თან პარტნიორობით, საერთაშორისო ხარისხს და სტანდარტებს უმოკლეს დროში ქართულ ბაზარზე გამოცდით.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
[R]












