ელექტრო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის მაღაზიამ Kontakt Home, აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, რათა ყურადღება გამოეჩინა აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ და ხელი შეეწყო მათი ადაპტაციისათვის საზოგადოებაში. კამპანიის ფარგლებში, Kontakt Home-ის მაღაზიაში შემოწირულობების შესაგროვებელი ყუთი განთავსდა, საიდანაც შემოსული თანხები ყოველთვიურად გადაირიცხება “აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ ანგარიშზე.
საქველმოქმედო პროექტზე დიდი რაოდენობის ხალხის ყურადღების მიპყრობის, ასევე საზოგადოებისთვის მეტი სარგებელის მოტანის მიზნით, Kontakt Home გააორმაგებს აპრილში შეგროვებული შემოწირულობების მთლიან რაოდენობას. მაგალითად, თუ აპრილში შემოწირულობის თანხა შეადგენს 5000 ლარს, მაშინ “Kontakt Home” ფონდს 10000 ლარს გადაურიცხავს.
აუტიზმი არ არის დაავადება, უბრალოდ აუტიზმის მქონე ადამიანები თავისებურად გამორჩეულნი არიან. ლურჯი შუქის ჩართვა „Kontakt Home”-თან ერთად შეგიძლიათ შემოწირულობის განხორციელებით მაღაზიაში: თბილისი ცენტრალი, სადგურის მოედანი 2, სართული 2.
საქველმოქმედო პროექტებით ყოველთვის ცნობილმა, „Kontakt Home“-მა წარმოადგინა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია განსხვავებული მიდგომა აუტიზმისადმი:
ფართო და ნათელი მაღაზიის წყალობით, არ არის საჭირო შორეულ ქვეყნებში წასვლა ჭკვიანი გაჯეტების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის შესაძენად. მაღაზიაში, სადაც 20000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი არის წარმოდგენილი, ყველას შეუძლია იპოვოს ის, რაც თავად სჭირდება. ციფრული ტექნიკა, მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტექსტილი, სკუტერები, სეგვეი და სხვა.
[პარტნიორის კონტენტი]