in

Kontakt home ბათუმშია! პირველი ფილიალი რეგიონში

Kontakt home საქართველოში გაფართოებას განაგრძობს! თბილისის 3 ფილიალის შემდეგ ბრენდი რეგიონშიც შევიდა და ელექტრო ტექნიკის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს უკვე ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის #13-ში უმასპინძლებს.

Kontakt home-მა აჭარელი მომხმარებელი პირველივე დღესვე დაარწმუნა, რომ მათი დევიზი რეალობას შეესაბამება და კონტაქტი მართლაც აბედნიერებს! გახსნის ღონისძიება ამ ჯერზეც გრანდიოზული ფასდაკლებებითა და მომხიბვლელი შოუ პროგრამით გამოირჩეოდა.

ადგილზე მისულ მომხმარებლებს კონტაქტში, თითქმის სრულ კოლექციაზე, 60%-მდე ფასდაკლება დახვდა, რომელიც 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

მაღაზიაში, სადაც 20 000 ტიპის ელექტრონულ მოწყობილობაა წარმოდგენილი, მარტივად გაერთობი სასურველი პროდუქტის შერჩევაში, თუმცა გახსნის საღამოზე Kontakt home-მა მომხმარებელს მრავალი სხვა გასართობიც შესთავაზა. ზრდასრული ვიზიტორები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებებში და კონტაქტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებითაც დასაჩუქრდნენ, მცირეწლოვანი ვიზიტორების განწყობაზე კი სანტამ და მისმა დამხმარეებმა იზრუნეს.

საღამოს ბოლოს შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა ის ყველაზე იღბლიანი ვიზიტორიც, რომელმაც თავადვე შეარჩია მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციას შორის ერთ-ერთი, სურვილების ხეზე მოათავსა და მისი მფლობელიც გახდა.

თუმცა, როგორც Kontakt home-ში გვპირდებიან, იღბალი არა ერთეულებს, არამედ მათ თითოეულ ვიზიტორს გაუღიმებს, რადგან გრანდიოზული აქციები ჯერ კვლავაც გრძელდება:

ხომ გახსოვთ და უნიკალური „საღამოს ბაზარი“? ყოველთვიური აქცია, როდესაც  საღამოს 9-დან, ღამის 12 საათამდე ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს 60%მდე ფასდაკლებით!  და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ Kontakt home მომხმარებელს  გარანტიას აძლევს  საუკეთესო ფასზე.

შეგახსენებთ, Kontakt home კავკასიაში ელექტროტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიათა ქსელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე მესამე წელია ოპერირებს და ამ მცირე დროში მოიპოვა მომხმარებლის ერთგულება მაღალი ხარისხით, საუკეთესო ფასებზე გარანტიითა და მრავალფეროვანი ფასდაკლების აქციებით.  

“Kontakt home”-ს თბილისში სამ მისამართზე შეგიძლიათ ესტუმროთ: თბილისი მოლში, თბილისი ცენტრალსა და გლდანი მოლში, ბათუმში კი ტბელ-აბუსერიძის #13-ში ახალი ფილიალი გელოდებათ!  არ დაგავიწყდეთ, პროდუქციის შეძენა კონტაქტში ონლაინ მაღაზიიდან www.Kontakt.ge-დანაც არის შესაძლებელი, შენაძენს კი სასურველ მისამართზე მიიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ოფიციალურ გვერდებზე ან  დეტალური ინფორმაციისათვის დარეკოთ ცხელ ხაზზე *6060.

[R]

რა დევს ჯაოკენის ჯადოსნურ ყუთში?- რა თქმა უნდა, საჩუქრები ყველასთვის!

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Playmakers-ისთვის