in

ნუ გამოტოვებ 60%-ამდე ფასდაკლებას ტექნიკაზე!

ერთხელ მაინც ხომ გაგიგიათ: „საღამოს ბაზარია და დაბალ ფასში მოგყიდი“, ზუსტად აქედან მოდის Kontakt Home-ის კამპანიის სახელწოდებაც, რომელიც ტექნიკაზე ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებას გულისხმობს.

6 სექტემბერს მხოლოდ 3 საათის განმავლობაში (21:00 – 00:00) გექნებათ შესაძლებლობა, შეიძინოთ ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა 60%-ამდე ფასდაკლებით, Kontakt Home-ის მხოლოდ ორ ფილიალში:

  • თბილისი მოლი, სართული 𝟭
  • გლდანი მოლი (მეტრო ახმეტელის მიმდებარედ)

კომპანიას სჯერა, რომ ხარისხიანი ტექნიკა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, სწორედ ამიტომ საღამოს ბაზარი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება სხვადასხვა ფილიალში და ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს მყიდველებს შორის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, შეიძინოთ სასურველი ბრენდის ტექნიკა მნიშვნელოვნად დაბალ ფასად.

ფასდაკლება შეეხება მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას (მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები, ბლენდერები, ტოსტერები, ყავის აპარატები და სხვა), ასევე, ციფრულ ტექნიკას (ლეპტოპები, ტელეფონები, ყურსასმენები და ა.შ.). ჩაიდანი 19 ლარი, მტვერსასრუტი 99 ლარი, ტელევიზორი – 299 ლარი, სარეცხი მანქანა Electrolux 599, სმარტფონი Samsung A05S – 219 ლარი. 

რა შეგიძლიათ, იპოვოთ საღამოს ბაზარზე? პრაქტიკულად ყველაფერი! კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია სასწავლო წლის დაწყებამდე. სტუდენტებსა და მოსწავლეებს სწავლისთვის საჭირო ტექნიკისა და აქსესუარების ყიდვა შეეძლებათ საუკეთესო ფასად.

დაინტერესებულ მყიდველებს ვურჩევთ, წინასწარ დაათვალიერონ Kontakt Home-ის პროდუქცია და შეადგინონ სასურველი ნივთების სია. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო შეთავაზებები შეიძლება სწრაფად ამოიწუროს.

არ გამოტოვოთ ეს შანსი და ეწვიეთ Kontakt Home-ს 6 სექტემბერს, 21:00 საათიდან, რათა თქვენთვის სასურველი ტექნიკა საოცარ ფასად შეიძინოთ!

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით *6060

[R]

Unsupportable Festival – თბილისი გამორჩეული მუსიკალური გამოცდილებისთვის ემზადება

YouTube მშობლებისთვის ახალ ფუნქციას უშვებს