Samsung, LG, Bosch, Toshiba, Electrolux, Huawei, Realme, Sony, Panasonic, BQ, Sonorous, Elari, Thomas, Beurer, Hoffmann, Madam Coco და ა.შ. – “გლობალური ბრენდების ყველაზე დიდი ასორტიმენტი და საუკეთო ფასები!”- ეს ის დაპირებაა რითაც ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის მაღაზია Kontakt Home წარსდგა საქართველოს ბაზარზე, რომელიც 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია.
„ჭკვიანი გაჯეტების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის შესაძენად არსად წასვლა აღარ დაგჭირდებათ. მაღაზიაში, სადაც 20 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციის, ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი, ყველას შეუძლია იპოვოს ის, რაც სჭირდება. ციფრული დიდი თუ პატარა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სკუტერები, სეგვეი და სხვა ტიპის ტრანსპორტი, ან ტექსტილი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში შეგიძლიათ, შეიძინოთ“.
როგორც Kontakt Home-ში ამბობენ, მათი უპირატესობა თითოეული მომხმარებლისთვის შექმნილი საუკეთესო პირობებია – მათ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობენ.
„თუ მომხმარებელი, სხვა ოფიციალურ ქსელებში, ანალოგიურ პროდუქტზე უკეთეს შეთავაზებას იპოვის, Kontakt Home მას სხვაობის 120%-ს დაუბრუნებს“.
Kontakt Home სავაჭრო ცენტრ Tbilisi Central-ის მე-2 სართულზე მდებარეობს. მაღაზია რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაზე სახალისო და გასართობი შეჯიბრების მონაწილეებმა ბონუსები, საჩუქრები და ფასდაკლების ბარათები მიიღეს. გათამაშების გარდა, პროფესიონალი ბარისტას მასტერკლასი და კულინარიული შეჯიბრიც ჩატარდა, რომელშიც სახეებთან ერთად, გახსნაზე მისულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
Kontakt Home, მომხმარებელს, 50%-მდე ფასდაკლებას, განვადების შესაძლებლობას და სიახლეებს ჰპირდება. თითოეულ შენაძენს კი უფასო მონტაჟი და 3 წლამდე გარანტია მოჰყვება.
„აქციე საყიდლებზე სიარული გართობად – ჩვენთვის ეს ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლებს კომფორტული და გასართობი გარემო შევთავაზოთ. Kontakt Home-ში არავინ მოიწყენს, სანამ უფროსები საყიდლებზე ივლიან, ბავშვებს შეუძლიათ საბავშვო ზონაში, საყვარელ სუპერგმირებთან ერთად გაერთონ.”
თვალი ადევნეთ მათ Instagram და Facebook გვერდებს, რომ სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, კონკურსები და ფასდაკლებები არ გამოგრჩეთ. გარდა ამისა, ნებისმიერი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს, ნომერზე: *6060.
[R]