in

Kontakt Home-ში დასაქმების დროა! – იხილეთ შემოთავაზებული ვაკანსიები

Kontakt Home, რომელიც მომხმარებელს საქართველოში საყოფაცხოვრებო, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის ფართო არჩევანს სთავაზობს, ახლა დასაქმების პერსპექტივებსაც გვიზიარებს სხვადასხვა პოზიციაზე. კომპანია კადრებს ეძებს კატეგორიის მენეჯერის, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და გრაფიკული დიზაინერის პოზიციებზე.

დეტალურად გაგაცნობთ თითოეულ მათგანს…

კატეგორიის მენეჯმენტით დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა განიხილება, თუ შეგიძლიათ:

  • ბაზრის ანალიზი-საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
  • საქონლის ასორტიმენტის გაზრდა-ახალი ბრენდების მოძიება;
  • პოტენციური მომწოდებლის ძიება;
  • მომწოდებელთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ფასის/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • პროდუქციის შესახებ სტანდარტების გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება;
  • სხვა თანამდებობრივი მოვალეობების განხორციელება;

ამ სფეროში კომპანია მინიმუმ 3-წლიან გამოცდილებას, რუსული და ინგლისური ენების ცოდნას, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციების უნარს აქცევს ყურადღებას.

მარკეტინგის დეპარტმანტის ხელმძღვანელის პოზიციით დაინტერესებულ კანდიდატს ევალება:

  • ბრენდის პრეზენტაციების, ინოვაციებისა და პროდუქტის ფუნქციონალის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • ბაზრის მოთხოვნის, კონკურენტების საქმიანობის შესწავლა.
  • პროდუქტის სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე მორგებული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა;
  • სარეკლამო კამპანიების  ეფექტურობის ანალიზი;
  • პარტნიორებთან მუშაობა, ერთობლივი პროექტების მართვა;
  • სეგმენტების მიხედვით ანალიზის ჩატარება;
  • პროდუქციის პოპულარიზაციისა და პრეზენტაციის კამპანიების ორგანიზება;

რაც შეეხება კვალიფიკაციას, კანდიდატს მნიშვნელოვანია, ჰქონდეს უმაღლესი განათლება ამ მიმართულებით, იცოდეს საოფისე პროგრამები, კარგად ფლობდეს რუსულ და ინგლისურ ენებს, ორიენტირებული იყოს შედეგებზე და ჰქონდეს ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მაინც.

და ბოლოს, თუ გამოცდილი გრაფიკული დიზაინერი ხართ, რომელმაც კარგად იცის გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტებთან: Photoshop, Corel Draw, Adobe Illustrator, Indesign-თან მუშაობა; ასევე შეგიძლიათ დიზაინის კონცეფციის, კომპანიის იმიჯისა და სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება, ფლობთ რუსულ და ინგლისურ ენებს, კარგად გესმით დროის ფასი, მაშინ თქვენ ალბათ შესაფერისი კანდიდატი ხართ. 

თავად კომპანია მომავალ დასაქმებულებს მეგობრულ გუნდს, კონკურენტულ ანაზღაურებასა და საინტერესო პროექტებს ჰპირდება. მოცემული ვაკანსიებით დაინტერესების შემთხვევაში, უნდა გააგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected]

CV-ის წარდგენის ვადა 1 თვეა. ის შეიძლება იყოს როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე.

[R]

როგორ გამოვიყენოთ Instagram-ის რეკლამა ეფექტურად?

პირამიდის ფორმის ტკბილეული შვეიცარიიდან