in

Kontakt Home ახლა უკვე Tbilisi Mall-ში გელოდებათ!

Kontakt Home-ის ქსელს თბილისში კიდევ ერთი მისამართი შეემატა და ელექტრო ტექნიკის უმსხვილესი მაღაზია მომხმარებლებს ახლა უკვე Tbilisi Mall-ის პირველ სართულზეც უმასპინძლებს!

Kontakt Home-ის ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებამ ტრადიციულად  გრანდიოზული ფასდაკლებისა და შთამბეჭდავი სანახაობის ფონზე ჩაიარა. ღონისძიებას „კონტაქტ ჰოუმის“ ქსელის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და მაღაზიაც ოფიციალურად მათ მიერ ღილაკზე სიმბოლური ხელის დაჭერის ცერემონიით გაიხსნა, შემდგომ კი თავბრუდამხვევი ზეიმით გაგრძელდა.

მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ცოცხალი მუსიკა და ბარისტა ზრუნავდა. Kontakt Home-ში არც პატარა ვიზიტორები დაავიწყდათ და  მათთვის სპეციალურად განკუთვნილ საბავშვო ზონაში ზღაპრული გარემო მოაწყვეს.

გახსნის საღამოზე მოსული მომხმარებლები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებებში და Kontakt Home-ის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებითაც დასაჩუქრდნენ. საღამოს ბოლოს შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა ის ყველაზე იღბლიანი ვიზიტორიც, რომელმაც თავადვე შეარჩია მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციას შორის ერთ-ერთი, სურვილების ხეზე მოათავსა და მისი მფლობელიც გახდა.

თუმცა, როგორც ამბობენ, Kontakt Home-ში მოგებული რჩება ყველა! ასე რომ, თუ გახსნის ივენთზე მისვლა ვერ მოახერხეთ, გეტყვით, რომ 16 ოქტომბრამდე Tbilisi Mall-ის ფილიალში 50%-მდე ფასდაკლება გელოდებათ. ამასთან, ახალი ფილიალიც ყოველთვიურად უმასპინძლებს უკვე ტრადიციად ქცეულ „საღამოს ბაზარს“, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, პროდუქცია ნახევარ ფასად შეიძინოს და არც ის დაგავიწყდეთ, რომ როდესაც არ უნდა ეწვიოთ „კონტაქტ ჰოუმის“ მაღაზიას, შიდა განვადებისთვის მხოლოდ ID ბარათი და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ — აქ პროდუქციის შეძენა 18 თვემდე გადანაწილებითა და წინასწარი შენატანის გარეშეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, Kontakt Home კავკასიაში ელექტროტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიათა ქსელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მალევე მოიპოვა მომხმარებლის ერთგულება მაღალი ხარისხით, საუკეთესო ფასებზე გარანტიითა და მრავალფეროვანი ფასდაკლების აქციებით. Kontakt Home 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია. მაღაზიაში მცირე და მსხვილი ელექტრო ტექნიკის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი — მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, არჩევანი 20 000 ტიპის ელექტრონულ პროდუქტს შორის გააკეთოს.

ასე რომ, შეგიძლიათ, Kontakt Home-ს თბილისში უკვე სამ მისამართზე ეწვიოთ — Tbilisi Mall-ში, თბილისი ცენტრალსა და გლდანი მოლში. არ დაგავიწყდეთ, პროდუქციის შეძენა ონლაინ მაღაზიიდანაც არის შესაძლებელი, შენაძენს კი სასურველ მისამართზე მიიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ოფიციალურ გვერდებზე ან  დეტალური ინფორმაციისათვის დარეკოთ ცხელ ხაზზე *6060.

[R]

თვითმომსახურება – ყველაფერი მარტივადაა! – SOCAR Georgia Petroleum-ის ახალი ვიდეორგოლი

„ნუ გაიხდით ჯინსებს ბანაობისას“ — Levi’s-ის მოწოდება