in

Kontakt Home-ში ციფრული მარკეტინგის მენეჯერს ეძებენ!

საერთაშორისო კომპანია, Kontakt Home-ს ვაკანსია აქვს! გუნდი ციფრული მარკეტინგის მენეჯერს ეძებს, რომლის ძირითადი მოვალეობებიც შემდეგნაირად გამოიყურება:

  • Facebook (Meta) რეკლამის შექმნა და მართვა 
  • კონტექსტური და მედია რეკლამის შექმნა და მართვა 
  • სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა Yandex.Direct-სა და Google Ads-ში 
  • ვებგვერდის SEO ოპტიმიზაცია. პროგრამისტებისათვის SEO ოპტიმიზაციის მიზნით ამოცანების დასახვა 
  • სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის ანალიზი KPI-ს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 
  • რემარკეტინგის სისტემების შემუშავება და აუდიტორიასთან მუშაობა 
  • სამუშაოს შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება 

მოცემულ სიას ემატება მოთხოვნები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პუნქტებს:

  • ციფრულ მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება 
  • facebook რეკლამასთან მუშაობის გამოცდილება 
  • სარეკლამო სისტემების ცოდნა Google Ads-სა და Yandex.Direct-ში
  • რემარკეტინგის კამპანიებთან, აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილება 
  • ტრაფიკის ანალიზის უნარი, Google Analytics-ის გამოყენება; Yandex Metrica 
  • GTM-ში მიზნების დასახვის გამოცდილება 
  • ვებსაიტების SEO ოპტიმიზაციის გამოცდილება  
  • $1000-დან სარეკლამო ბიუჯეტზე მუშაობის გამოცდილება  
  • მისასალმებელია გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სეგმენტში 

რაც შეეხება გამოცდილებას, აქ კანდიდატი ამ კრიტერიუმებით შეფასდება:

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა 
  • კონტექსტური რეკლამის შესახებ ანგარიშების შედგენის გამოცდილება 
  • ინგლისური/ რუსული ენის ცოდნა 

სამუშაო გრაფიკი სტანდარტულია – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, გაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected]

#seo #google #cv #facebook #googleanalytics

[R]

10 წიგნი, რომელიც ყველა მარკეტერმა უნდა წაიკითხოს — უჩა ურუშაძის რჩევები

აშშ-ის ექსპერიმენტი ბირთვულ შერწყმაში წარმატებით დასრულდა!