in

თბილისში ახალი სავაჭრო-სივრცე „კონტეინერი“ გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეტიკონტეინერი“ [მარშალ გელოვანის გამზ. #36] გაიხსნა. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, ეს ყველაზე დიდი, ინოვაციური დიზაინით შექმნილი უნიკალური სავაჭრო სივრცეა.

BOG
BOG

აუთლეტი გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნა – ჯაჭვით დალუქული „კონტეინერის“ გახსნა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა ლევან საღინაშვილმა და ლაშა ტალახაძემ საკუთარი ძალებით შეძლეს. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ უგემრიელესი გლინტვეინები და ღვინოები. ასევე –  მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებებში და აუქციონებში. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით, ხოლო კონცერტის დასრულების შემდეგ, საღამოს განწყობაზე DJ Ana Sue-მ იზრუნა. „კონტეინერი“ გრანდიოზული ფოიერვერკით გაიხსნა. აუთლეტი მუშაობს ყოველ დღე, დილის 10:00-დან საღამოს 10:00 საათამდე“.

დამფუძნებლების თქმით, „კონტეინერი“ ახალი ფორმატის აუთლეტ-ჰიპერმარკეტია, რომელიც უმსხვილეს ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს კონცეპტუალურ სივრცეში აერთიანებს.

„ჰიპერმარკეტი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, რაც გულისხმობს არა მარტო დიდ სავაჭრო ფართს, არამედ წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. სივრცეში გაერთიანებულია 10 000-ზე მეტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, მათ შორის – ავეჯი, სათამაშოები, დეკორაციები, სპორტული, ეზოსა და ბაღებისთვის საჭირო ინვენტარი და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტები. „კონტეინერში“ თავისუფლად შეძლებთ, იპოვოთ ყველა საჭირო პროდუქტი, რასაც აქამდე ეძებდით, ეს არის ერთგვარი – აღმოჩენების სახლი“.

„კონტეინერის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ აუთლეტ – სივრცე გამოირჩევა განსაკუთრებული შეთავაზებებით, მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული სპეციალური ფასდაკლების სქემებით.

„აქ ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს, იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი“.

„კონტეინერის“ [მარშალ გელოვანის გამზ. #36] გახსნა. სამუშაო საათები 10:00 AM-დან 10:00 PM-მდე
[R]

სად გავერთოთ და შევარჩიოთ საჩუქრები?! – პასუხი კითხვაზე „ახალ წელს რას აპირებ?“

როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია გუნდს, სტრესის დროს?