„კონტეინერი“ კონტეინერების მეშვეობით იღებს პროდუქციას ამერიკიდან თუ ევროპიდან, როგორც ცნობილი ბრენდების აუთლეტ სივრცე და სწორედ ფუნქციური დატვირთვა იქცა საინტერესო ნიშად. კომპანია საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციურ კონცეფციას ეფუძნება, მისი ძირითადი იდეა და ვიზუალური მხარე კი ზუსტ თანხვედრაშია.
„ადგილი, სადაც აღმოაჩენ“ — სლოგანიც კი იდეურად მიემართება კონტეინერის ძირითად ხედვას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია ცნობილი ბრენდების პროდუქციას კონტეინერით იღებს, თუმცა გახსნამდე თავადაც არ იციან, რას აღმოაჩენენ შიგნით. შესაბამისად, თავად კომპანიის წარმომადგენლებისთვის და მომხმარებლებისთვისაც მუდმივ, განახლებად სიახლესთან ასოცირდება ყოველი ახალი პროდუქციის ჩამოტანა. თანაც აქ ყველაფერს შეიძლება შეხვდეთ — იმას, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ და იმასაც, რისი არსებობის შესახებაც ჯერ კიდევ არ იცით. რეალურად, ეს არის სივრცე, სადაც ყოველ ჯერზე რაღაც ახალი დაგხვდებათ, რაც ერთგვარი სიურპრიზის განცდასაც ბადებს.

როგორც ჩანს, „კონტეინერმა“ კარგად იცის, რომ ადამიანების უმეტესობას განსაკუთრებით გვიყვარს სიურპრიზები… განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე გრანდიოზული დღესასწაული, ახალი წელი გვიახლოვდება. სწორედ ამ წინასაახალწლო პერიოდში გადაწყვიტა კომპანიამ მომხმარებლებისთვის მორიგი სიურპრიზის გაკეთება და ახალი შესაძლებლობის მიცემა, უშუალოდ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები აღმოაჩინონ „კონტეინერში“. უფრო კონკრეტულად, აქ ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი ნამუშევრების სივრცე გამოიყო.

სიახლე, ერთი მხრივ, ქართველი დიზაინერებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენ ირგვლივ დიდი შესაძლებლობების მქონე, შემოქმედებითი ადამიანები არაჩვეულებრივ პროდუქციას ქმნიან, მათ შესამჩნევად კი შესაბამისი სივრცე გვჭირდება… ხოლო კონტეინერის მსგავსი დიდი კომპანიის მხრიდან ინიციატივის აღება წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. მეორე მხრივ, ზუსტად შეესაბამება „კონტეინერის“ კონცეფციასა და სლოგანს — კომპანია ახალ აღმოჩენებს უწყობს ხელს.

მოცემულ ეტაპზე აქ დაგხვდებათ ისეთი დიზაინერების ნამუშევრები, როგორებიც არიან: დეა ყანჩაველი, თეკო ლომიძე, ებრა, არტ-აურა, ბირდი, ნენსი, ბამო და კრაფტ მანია. თემატიკიდან გამომდინარე კი, მოცემულ ეტაპზე, 15 იანვრამდე ახალ წელთან დაკავშირებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი — მაგალითად, ნაძვის ხის სათამაშოები, სადღესასწაულო ხალიჩები და ა. შ.

ამავდროულად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კოლაბორაცია ერთჯერადი სახის არ იქნება, არამედ სამომავლოდაც იგეგმება ბევრი საინტერესო სიახლე.



[R]











