in

კარგი კონტენტის შექმნის ოთხი ძირითადი პარამეტრი

არავინ უარყოფს, რომ ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება კარგი კონტენტი, მაგრამ რა არის კარგი კონტენტი, ამაზე ბევრი უთანხმოება არსებობს. დავიწყოთ იმით, რომ უბრალოდ წერა არ არის საკმარისი. წერასა და წარმატებულ ბლოგებს შორის კავშირი, რა თქმა უნდა, დიდია, თუმცა შეგვიძლია უამრავი მაგალითი გავიხსენოთ, როცა ტექსტი ერთი შეხედვით, არ დაიწუნება, მაგრამ ის მაინც არ არის კარგი. 

როდესაც საქმე კონტენტს ეხება, სიტყვა „კარგი“ უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ წერის ხარისხს, არამედ იდეების სიძლიერეს, მათ ჩამოყალიბებულობას, არხებს, რომლებზეც ვრცელდება და მოთხოვნას, რომელიც არსებობს ამ ტიპის კონტენტზე. თითო სიტყვით, ისინი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: იდეა, მოთხოვნა, დისტრიბუცია, წერა. 

ეს ყველაფერი საგნის ექსპერტიზის საფუძველზე უნდა იყოს აგებული, რაც ართულებს კარგი შინაარსის შექმნას. აუცილებელია იმ 4 პარამეტრის გათვალისწინება, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ. თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი წარმატების შანსები იმის გაგებით, თუ რა შედის თითოეულ ოთხ პარამეტრში.

ყოველი დიდი პოსტი იწყება დიდი იდეით

იმის გათვალისწინებით, რომ კარგი კონტენტი მხოლოდ კარგ წერას არ ნიშნავს, თემები ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ მიიპყროს პოტენციური მკითხველის ინტერესი. იდეების მოფიქრება არც ისე მარტივია, თუმცა კარგი გუნდის მეშვეობით სავსებით შესაძლებელია. ის, თუ როგორი კუთხით ვუყურებთ ჩვენს გასაშუქებელ მასალას, კარგი იდეის მოფიქრების საწინდარია. სწორად დანახვა ნებისმიერ თემას საინტერესოს ხდის, თუნდაც ისეთს, რომელზეც უკვე სხვასაც დაუწერია.

ჩამოწერეთ ბაზარზე არსებული მოთხოვნები ან თავად შექმენით მოთხოვნა

იფიქრეთ დროზე, როგორც ბაზრის მოთხოვნაზე და საკუთარ თავზე, როგორც მიმწოდებელზე. თუ თქვენ მიაწოდებთ კონტენტს იქ, სადაც მოთხოვნა არსებობს, თქვენ მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებთ. ეს არასოდეს არის მარტივი, მაგრამ ამ იდეის არსი ის არის, რომ კარგი შინაარსი ან აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას ან ახალ მოთხოვნას ქმნის.

შეხვდით მკითხველებს იქ, სადაც ისინი არიან

თუ თქვენი სტატიები, ბლოგები და სხვა, არ არის ოპტიმიზირებული იმ არხებისთვის, რომლებზეც ისინი უნდა განთავსდეს, მაშინ მათ დაწერას საერთოდ რა აზრი აქვს ბიზნესისთვის. იმისთვის, რომ პოსტები ოპტიმიზირებული იყოს, სწორი არხის შერჩევაა საჭირო. გარდა ამისა, საჭიროა ე.წ. „ბექლინკების” ჩასმა და კონტენტის გამრავალფეროვნება. 

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კონტენტი ყოველთვის არ გულისხმობს ბლოგს, სტატიას, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე ან ფეისბუკზე. კონტენტი შეიძლება გაიგზავნოს ელფოსტის მეშვეობით, განთავსებული იქნეს პროდუქტზე ან შესთავაზოთ მომხმარებელს გაყიდვების ან მხარდაჭერის ჯგუფის წევრის მიერ. შესაბამისად, ეს განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს სათაური, მოცულობა, ლექსიკა, ვიზუალი, წერის სტილი და სხვა. არ იფიქროთ, რომ ყველა არხზე თანაბრად კარგი პოსტები დევს. ყველა არხს თავისი აუდიტორია ჰყავს და კონტენტის შემქმნელმა ან გუნდმა უნდა იცოდნენ, სად, რას და რისთვის დებენ.

წერა

ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ წერა მართლაც ხელოვნებაა, თუმცა კონტენტის შექმნა არის გაყიდვის არხის შექმნა. კარგი წერა დანარჩენი სამი პარამეტრის გარეშე არაფერია, თუ საქმე ბიზნეს კონტენტს ეხება. მხატვრული ლიტერატურის მწერალმა შეიძლება არ იფიქროს კონკრეტულ აუდიტორიაზე, როცა წიგნს წერს, ის უბრალოდ თავის იდეებსა და ემოციებს გადმოსცემს და მხატვრულად ქმნის პროდუქტს, რომელიც ან გახდება ყველასთვის საინტერესო ან არა. კონტენტ კრეატორს ამის ფუფუნება არ აქვს. მან ზუსტად უნდა დაუმიზნოს აუდიტორიას და ამიტომ წერის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა დეტალი.

რომ შევაჯამოთ, ამ ოთხი პარამეტრის გაერთიანება ქმნის კარგ კონტენტს. მთავარი მათ შორის ბალანსის დაცვაა და არა თითოეულის მაქსიმალურ დონეზე აყვანა. პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ოთხი პარამეტრიდან ერთი ძლიერ აჭარბებს დანარჩენებს. დიდ მწერლობაზე აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ – „წერა ხელოვნებაა”, ვერ გადაწონის სხვა ფაქტორებს. წარმოიდგინეთ, რომ წერა ეტლია, მაგრამ იდეაზე, მოთხოვნასა და არხებზე აქცენტირების გარეშე, ის ვერ გადაადგილდება, ანუ ეს სამი პარამეტრი ისეა წერისთვის, როგორც ეტლისთვის ცხენები.

Balena-მ 100%-ით ბიოდეგრადირებადი ჩუსტები შექმნა

ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა