კონტენტი აუცილებელი ციფრული აქტივია თქვენი ბრენდის ხმის გასავითარებლად და მომხმარებლების მოსაზიდად. მხოლოდ შინაარსის წერა და გამოქვეყნება კონტენტის შექმნა არ არის, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია. შესაბამისი ხელსაწყოები მოიცავს მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ციფრული მიზნების მხარდაჭერა.
ამ სტატიაში მოცემულია კონტენტის პოპულარიზაციის რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლებიც დაგეხმარებათ ბრენდის პოპულარიზაციაშიც.
რა არის კონტენტის პოპულარიზაცია?
კონტენტის პოპულარიზაცია არის თქვენი შინაარსის გავრცელება ისე, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს მისი სარგებელი. ხილვადობა და ჩართულობა ის ინდიკატორებია, რომლებიც გვახვედრებს, რამდენად საინტერესო იყო ჩვენ მიერ დაგეგმილი კონტენტი.
პირველი ნაბიჯი
არსებობს რამდენიმე საწყისი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ კონტენტის პოპულარიზაციის სტრატეგიის შესაქმნელად, სანამ უშუალოდ ინსტრუმენტებს აარჩევთ. ეს მოიცავს მცირე შიდა კვლევას და ასევე დაკვირვებას, თუ რისი მოსმენა სურს თქვენგან აუდიტორიას. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, ვის გინდათ მიაღწიოთ და ეს ადამიანები რომელ სოციალურ ქსელებს იყენებენ.
ჩაატარეთ გამოკითხვა და ჰკითხეთ თქვენს აუდიტორიას:
- რა მოსწონთ მათ თქვენს პროდუქტში
- არის თუ არა რამე, რაც არ მოსწონთ თქვენს კომპანიაში
- საიდან იღებენ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ
- სად ადევნებენ ყველაზე ხშირად თვალს კონტენტს
ჩამოყალიბდით მარკეტინგულ არხებზე
მას შემდეგ, რაც აუდიტორიის მოთხოვნები თქვენთვის ნათელი გახდება, შეგიძლიათ, აარჩიოთ მარკეტინგული არხები, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ბიზნესს. Instagram იქნება ეს, Facebook თუ სხვა, პლატფორმის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაეცნოთ თითოეულის შესაძლებლობას და კარგი იქნება, ამ კუთხით, კონტენტმენეჯერის გამოცდილებას თუ გაითვალისწინებთ.
ზოგადი რჩევების გარდა, რამდენიმე ციფრულ ინსტრუმენტსაც გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ კონტნეტის დაგეგმვასა და მართვაში:
BuzzSumo — ერთგვარი კვლევითი ხელსაწყოა, რომელიც გეხმარებათ არსებული კონტენტის ინდექსირებაში, ინფლუენსერებთან დაკავშირებასა და საკუთარი კონტენტისთვის ახალი იდეების მოძიებაში. პლატფორმა სიღრმისეულ სურათს გიჩვენებთ იმისა, თუ რა შეიძლება აინტერესებდეთ თქვენს მომხმარებლებს.
Later – არის სოციალური მედიის შინაარსის დაგეგმვის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და დაარედაქტიროთ კონტენტი, მათ შორის რილსები, სთორები და სხვა. ის მუშაობს ძირითად პლატფორმებზე, როგორებიცაა TikTok, Instagram, Facebook და LinkedIn.
Mailchimp – არის პლატფორმა ბლოგებისა და საინფორმაციო შეტყობინების გასაზიარებლად. ელფოსტის მეშვეობით აუდიტორიაზე გასვლა დიდი ხანია გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს.
Mailchimp საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ A/B ტესტირება, გაუგზავნოთ თქვენს კონტაქტებს მათ ინტერესზე მორგებული მეილები. ეს ხელსაწყო აადვილებს კამპანიების მაქსიმალურად გავრცელებას.
Bitly – URL-ები და QR კოდები ბრენდსა და მის კლიენტებს შორის ინტერაქციის კიდევ ერთი საშუალებაა. მათი მეშვეობით პოულობს თქვენს კომპანიას აუდიტორიის დიდი ნაწილი და დგამს პირველ ნაბიჯებს ინტერაქციისთვის. თანამედროვე კონტენტი შემოკლებული ბმულებისა თუ QR-ების გარეშე არ არსებობს.
Bit.ly დაგეხმარებათ შექმნათ მოკლე ბმულები და QR კოდები. ამას გარდა, აქ შეგიძლიათ, ნახოთ ანალიტიკა – დაწკაპუნებისა და სკანირების მონაცემები, რათა იცოდეთ, სად არის თქვენი აუდიტორია და რა მოწყობილობით გადმოდის თქვენს ბმულებზე. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ კონტენტის სწორად განაწილებისთვის, რათა გაითვალისწინოთ გეოგრაფიული რეგიონები და ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
Taboola – გაძლევთ საშუალებას, განათავსოთ ფასიანი რეკლამები მაღალი ტრაფიკის მქონე პლატფორმებზე. თქვენ შეგიძლიათ, განათავსოთ რეკლამა პირდაპირ იმ ვებსაიტზე, რომელსაც იცით, რომ თქვენი აუდიტორია სტუმრობს. ამ ტიპის რეკლამა გადის უფრო დიდ აუდიტორიაზე, იწვევს მეტ ჩართულობას და ზრდის გაყიდვებს.
LinkedIn – გარდა იმისა, რომ LinkedIn სოციალური ქსელია, B2B კონტენტის პოპულარიზაციისთვის მისი სტატიების განყოფილება ძალიან კარგად დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება იყენებდეთ სხვადასხვა სოციალური ქსელის ძირითად ფორმატებს: პოსტი, სთორი და ა.შ., LinkedIn ერთადერთია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სტატიები პირდაპირ ამ პლატფორმაზე გამოაქვეყნოთ, ესაუბროთ მომხმარებელს, მიაწოდოთ მას ყველანაირი ინფორმაცია, კვლევა, დეტალურად გააცნოთ სერვისები და სხვა.