ChatGPT, Bing და Google-ის Bard 2023 წლის ყველა სტატიის მთავარ თემას წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კონტენტის გამოყენება საზოგადოებაში მრავალგვარ ემოციას იწვევს: შიშს, აღელვებას და ქაოსს, განსაკუთრებით მარკეტერებს შორის.
Google დიდი ხანია AI-ს იყენებს საძიებო სისტემაში, რათა მაძიებლებს არ მოუწიოთ დაწკაპუნება მეტი ინფორმაციისთვის. მაძიებელთა ნაწილს ასევე იზიდავს AI შინაარსის გენერატორები, როგორიცაა ChatGPT. მას ამჯობინებენ ის მომხმარებლები, რომლებსაც დეტალური პასუხების მიღება ჩატის მეშვეობით ურჩევნიათ.
ექსპერტები გვირჩევენ, ჩვენი კონტენტის სტრატეგიის განახლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების უარყოფითი მხარეების გაგებით დავიწყოთ.
მანქანას უჭირს განზრახვის ამოცნობა
სოციალური მედია და ძიების ალგორითმები უმჯობესდება და მკითხველს სასურველ კონტენტს სთავაზობს, მაგრამ კონკრეტულად რა განზრახვა აქვს მომხმარებელს, ამოცანად რჩება.
მაგალითად, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ მხოლოდ სიტყვას „იაგუარი”, ის ზუსტად ვერ მიხვდება, თქვენ ცხოველს გულისხმობთ, მანქანას თუ კიდევ სხვა რამეს. მანქანას არ შეუძლია ზუსტად იცოდეს, რა სურს მკითხველს, ამიტომ ადამიანებმა თვითონ უნდა იზრუნონ კონკრეტიზაციაზე. ეს მონაცემები AI ინსტრუმენტს ალგორითმის გასაუმჯობესებლად მიეწოდება.
AI ავრცელებს დეზინფორმაციას
ჩატბოტები, როგორიცაა ChatGPT და Bard, ვერ გაშიფრავენ რა არის ზუსტი ინფორმაცია და რა არის ყალბი. ხშირია შემთხვევა, როცა ასეთი დიდი სახელების მქონე კომპანიების პროდუქტებიც კი უშვებენ შეცდომებს.
ამავდროულად, მანქანათმცოდნეობის პროგრამებს „ავარჯიშებენ“ ადამიანები, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მიკერძოებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. AI-ით შექმნილი კონტენტი შეიძლება იყოს არასწორი, ამიტომ საჭიროა ფაქტების შემოწმება.
როგორ მივაღწიოთ წარმატებას დღევანდელ საძიებო ლანდშაფტში
თქვენი შინაარსის ოპტიმიზაცია
ალგორითმებს პერსონალიზებული მომხმარებლის გამოცდილების შექმნა შეუძლია. გახადეთ თქვენი პოსტები „აღმოჩენადი“ სოციალურ მედიასა და Google Discover-ზე, რათა დაეხმაროთ თქვენს მიმდევრებს და თქვენს სამიზნე აუდიტორიას, დაინახონ თქვენი კონტენტი.
დააპრიორიტეტეთ ის, რაც თქვენი აუდიტორიისთვის არის პრიორიტეტი
ამოიღეთ მონაცემები, რათა უპასუხოთ ორ კითხვას თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ: სად ატარებენ ისინი ყველაზე დიდ დროს ინტერნეტში? და სად ეძებენ ისინი ინფორმაციას?
შეისწავლეთ თქვენი ბრენდის Google Analytics, სოციალური მიმდევრების დემოგრაფიული მონაცემები, CRM მონაცემები და თქვენი გაყიდვების გუნდის შეხედულებები. ნება მიეცით მონაცემებს, წარმართოს თქვენი სტრატეგია და განსაზღვროთ, საიდან მოდის მეტი პოტენციალი. შემდეგ მეტი ყურადღება გაამახვილეთ ამ არხებზე.
იყავი სანდო წყარო
ხელოვნური ინტელექტის სამყაროში დეზინფორმაციის გავრცელების პოტენციალი მკითხველთა ნდობის მოპოვებას ართულებს. იყავით ინფორმაციის სანდო წყარო, გადაამოწმეთ ყველაფერი პირველად წყაროებზე დაყრდნობით; თქვენს სტატიებს დაუმატეთ გამოქვეყნების თარიღი; თემები სიღრმისეულად გააშუქეთ და ეცადეთ განზოგადებების არიდება.
დაგეგმეთ ისეთი კონტენტი, რომლის ხელახალი გამოყენებაც შესაძლებელი იქნება
ხანგრძლივი ფორმის კონტენტის შექმნისას განიხილეთ ქვეთემები, რომლებიც შეიძლება სხვა ფორმებში გამოიხატოს. ამოიღეთ საუკეთესო მომენტები ან შეხედულებები და გააცოცხლეთ ისინი ახალი გზით. მაგალითად: დაატრიალეთ პოდკასტი YouTube Shorts-ში ან Reels-ში; გადააქციეთ ბლოგის სტატიები საინფორმაციო ბუკლეტებად; კვლევის შედეგები გადააქციეთ სოციალურ მედიის პოსტებად.
დარჩით თქვენი ბრენდის ერთგული
თქვენი კონტენტი მუდამ თქვენი ბრენდის ხმას უნდა გამოხატავდეს. ის არც კონკურენტს უნდა ჰგავდეს. შექმენით შინაარსი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენი მომხმარებლებისთვის.