in

მომხმარებლებს უნდათ, რომ კონტენტი AI-ს გარდა, რეალურმა ადამიანებმაც მართონ

ბრენდები, რომლებიც იყენებენ როგორც AI-ს, ასევე ადამიანურ რესურსებს, უზრუნველყოფენ ეფექტური კონტენტის მიწოდებას და უსაფრთხო ციფრულ სივრცეებს. მომხმარებელთა ციფრული გამოცდილების (CX) ინოვატორის TELUS International-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელთა რესპონდენტთა უმრავლესობა (92%) თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია ადამიანები განიხილავდნენ კონტენტს ონლაინში და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი (AI) არ აკეთებდეს ამას. ამ რესპონდენტთა თითქმის სამი მეოთხედი (73%) ფიქრობს, რომ AI-ს არ ესმის ან არ შეუძლია განასხვავოს კონტექსტი და ტონი, როგორც ეს ადამიანს შეუძლია.

AI იხვეწება ისეთი კონტენტის აღმოჩენაში, რომელიც ეწინააღმდეგება ბრენდის სტანდარტებსა და საზოგადოების მითითებებს. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ AI არის მავნე კონტენტისგან თავდაცვის შესანიშნავი საშუალება, მაგრამ ახალი კონტენტის ტიპების მუდმივად გაჩენის პირობებში, ის ხელოვნური ინტელექტის ხარისხისა და ტემპის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

კონტენტის მოდერაცია სულ უფრო რთული ხდება

გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტს (53%) სჯერა, რომ გასული წლის განმავლობაში, ბრენდებისა და სოციალური/სათამაშო პლატფორმებისთვის უფრო გართულდა ვებკონტენტის მონიტორინგი. ასე იმიტომ მიაჩნიათ, რომ თითოეულ პლატფორმაზე/არხზე უფრო მეტი ადამიანია (66%), უფრო და უფრო ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა საჩივრები (54%). ახალგაზრდა თაობა უფრო მეტადაა მიდრეკილი ციფრული თვალსაზრისით (50%). კონტენტი უფრო მეტ ენაზე ქვეყნდება (29%). 5G კავშირმა გაზარდა წვდომა ციფრულ არხებზე მთელს მსოფლიოში (19%).

რაც უფრო მეტი ადამიანია ონლაინ სხვადასხვა პლატფორმაზე და მრავალ სხვადასხვა ენაზე, მით იზრდება მოცემულობე, რომ კონტენტის მოდერაცია არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ან მხოლოდ ადამიანების მიერ. კონტენტის მოდერაციის ძლიერი სტრატეგია, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რომლის ალგორითმები დაფუძნებულია სანდო მონაცემებზე, ეხმარება უზრუნველყოს მონაცემების სიზუსტე, კონტექსტის სწორად შერჩევა და პასუხისმგებლიანი მიდგომა. AI კონტენტის მოდერაციის ინსტრუმენტები ეტაპობრივად გაუმჯობესდება, მაგრამ ადამიანი-მოდერატორების არსებობა ყოველთვის იქნება აუცილებელი და ღირებული, ყველასთვის უსაფრთხო ონლაინ სივრცეების უზრუნველსაყოფად. ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდებმა მხარი დაუჭირონ კონტენტის მოდერატორებს ძლიერი ველნეს-პროგრამით, რათა სამუშაოს საუკეთესოდ შესრულების საშუალება მისცენ და დაიცვან მათი მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა.

 

წყარო: martechseries

მეამას სათავო ოფისი კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსის ოქროს ჯილდოს მფლობელია

QWERTY „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის“ გამარჯვებული გახდა