YouTube-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მისი “კონტენტის შემქმნელთა ეკონომიკა” აშშ-ს მასშტაბით 394 000 სრული განაკვეთის სამსახურს წარმოშობს. სწორედ ამას უკავშირდება გასულ წელს აღნიშნული პროექტისთვის 20.5 მილიარდ დოლარიანი შენატანი.
შედარებისთვის, შეერთებული შტატების მთავრობის შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, აშშ-ს მთელი სამუშაო ძალა 2020 წლის ბოლოსთვის 124 მილიონ სრული განაკვეთის სამსახურს მოიცავდა. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით, იმავე წლის მთლიან შიდა პროდუქტს $21 ტრილიონი წარმოადგენდა.
YouTube, რომელსაც ყოველთვიურად სულ მცირე 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, მსოფლიოში უდიდესი ვიდეო პლატფორმაა. Oxford Economics-ის კვლევამ იუთუბის შიდა მონაცემებიც გამოავლინა – მის თანახმად, გასულ წელს აშშ-ში 38 000-ზე მეტ არხს მინიმუმ 100 000 გამომწერი ჰყავდა, ხოლო 5 000-ზე მეტს – 1 მილიონი. თავის მხრივ, ეს მონაცამები გამუდმებით პროგრესირებს და სულ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა ჩნდება.