in

კონვერტაცია შენი წესებით – ფინანსური გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის სწორია

ვალუტის კონვერტაცია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და საბანკო სერვისებიდან ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. იქნება ეს მოგზაურობა, სესხის დაფარვა, ავტომობილის ან ბინის შეძენა, ფულადი გზავნილი ახლობლებისთვის თუ საერთაშორისო გადარიცხვები – ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით: საუკეთესო კურსი ყველაფერს წყვეტს.

სწორედ ამიტომ, პეისერა ბანკი გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომას ვალუტის კონვერტაციაში – გარანტირებულად საუკეთესო კურსს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.

როგორ მუშაობს პეისერა ბანკის სისტემა:

,,პეისერა ბანკი“ ყოველ რამდენიმე წუთში აახლებს ინფორმაციას ვალუტის კურსების შესახებ მრავალ ლოკალურ და საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით. ეს ნიშნავს, რომ ის მუდმივად ხედავს ბაზრის სურათს რეალურ დროში და გთავაზობთ იმ კურსს, რომელიც ნამდვილად საუკეთესოა მოცემულ მომენტში. ასე კი თქვენი ტრანზაქცია ყოველთვის მოგებიანია.

 ,,პეისერა ბანკს აქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა მომხმარებელთან. ანგარიშის გახსნისას შეგიძლიათ, უბრალოდ გააზიაროთ თქვენი ვალუტის კონვერტაციის მოლოდინები – ბანკი კი განსაზღვრავს თქვენთვის სპეციალურ ფასდაკლებას, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ 24/7-ზე ისარგებლებთ ბაზარზე საუკეთესო კურსით.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ დაინტერესდებით ინდივიდუალური შეთავაზებით, ყველა ფიზიკური პირისათვის თვეში 500 ევროს ეკვივალენტის, ხოლო იურიდიულ პირზე 5000 ევროს ეკვივალენტის კონვერტაციის შემთხვევაში ბაზარზე გარანტირებულად საუკეთესო კურსით ისარგებლებთ. 

,,პეისერა ბანკი“ არ არის უბრალოდ ბანკი, რომელიც კარგ კურსს გთავაზობთ – ეს არის პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიაზე დაყრდნობით რეალური შეთავაზებით თანხის დაზოგვას გპირდებათ. ინდივიდუალური მიდგომა და ავტომატური სისტემები უზრუნველყოფს, რომ თქვენ არ დაკარგოთ არც დრო და არც ფული, ისარგებლოთ ბაზარზე საუკეთესო კურსით ნებისმიერ დროს სრული გამჭვირვალობითა და არანაირი დამალული საკომისიოთი.

 [R]

„როდესაც კურსი ყვირილს იწყებს“