დღეს Kopke უნდა გაგაცნოთ, 1638 წელს დაბადებული „მსოფლიოში ყველაზე ძველი“ ღვინის სახლი, რადგან ახლად გამოშვებულ The Library Collection-ზე ვაპირებთ საუბარს. უნიკალური და მდიდრულია. პატივს მიაგებს ბრენდის განვლილ გზასა და გამოცდილებას. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ გემოში ვერ ჩაეტეოდა, ამიტომაც სამნაირ ღვინოს გვაცნობენ: Very Very Old Tawny, Vermouth და Quinine. თუ დავუჯერებთ, მეოცე საუკუნეში შექმნილი გემოებია, რომლის კონცეფციასა და დიზაინზე ახლა Omdesign-მა იმუშავა.
Kopke-ს ექსკლუზიურობით, ღირებულებებითა და იდენტობით შთაგონებულმა სააგენტომ გარდაქმნა ის საკულტო ელემენტები, რომლებიც ბრენდის შეუდარებელი კოლექციის, ძველი და იშვიათი ღვინოების ბიბლიოთეკის ნაწილია და შედეგად, ორიგინალური, შთამაგონებელი და უნიკალური ნამუშევრის მომსწრე გაგვხადა.
წიგნის კონცეფციით The Library Collection მომხმარებლებს ბრენდის სრული პოტენციალის აღმოჩენისკენ უბიძგებს. თითოეული დეტალი, იქნება ეს ექსკლუზიური გამოცემისთვის შექმნილი მელანი თუ კალამი, იმ ამბის მოყოლას ცდილობს, რომელიც ბრენდმა 1638 წელს დაიწყო. თუმცა, ამისთვის Omdesign-ს ბრენდის ღვინისა და წიგნების ბიბლიოთეკის შესწავლა დასჭირდა. სწორედ ამის დამსახურებით მოახერხეს 4 საუკუნის ისტორიისა და ხასიათის გაცოცხლება, რაზეც პატარა ფილმით გვიყვებიან:
დანარჩენი კი თავად შეაფასეთ: