სანამ კაცობრიობის ცხოვრებაში ტექნოლოგია და ტელევიზია შემოვიდოდა, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ესპანეთში, ხალხი თავს ისეთი სანახაობით ირთობდა, როგორსაც კორიდა წარმოადგენს. ორგანიზაცია FLAC-მა, რომელიც უკვე წლებია ხარების დახოცვის ტრადიციის წინააღმდეგ იბრძვის, გადაწყვიტა რაღაც უფრო მასშტაბური გაეკეთებინა და სააგენტო BETC Paris-თან ერთად, სარეკლამო რგოლი შექმნა. რგოლში, ხარის ნაცვლად, დიდი ხნის წინ გადაშენებული ველოცირაპტორი მონაწილეობს. ამ შემთხვევაშიც, კორიდა თავისი სასტიკი წესებით მიმდინარეობს და დინოზავრიც ზუსტად ისე იღუპება ადამიანის ხელით, როგორც ხარი. რგოლის მთავარი მიზანია, დაანახოს საზოგადოებას, თუ რამდენად პრიმიტიულია ასეთი სანახაობით გართობა. ვიდეორგოლმა Facebook-ზე, სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, 7 მილიონი ნახვა დააგროვა.
https://www.youtube.com/watch?v=CngTptAzGOE