in

ტაილანდი და “BBDO” კოღოებს გამონაბოლქვის საშუალებით ებრძვის

ტაილანდში კოღოები ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა, რომელსაც შეწუხების გარდა ადამიანისთვის საშიში ინფექცია გადააქვთ.

BOG
BOG

ფონდ “Duang Prateep”-მა და სააგენტო BBDO-მ კოღოებთან ბრძოლის უნიკალური გზა მოიფიქრეს. რადგან ტაილანდში მოტოციკლეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტია კოღოებთან ბრძოლაც მათი დახმარებით გადაწყვიტეს. კოღოების საწინააღმდეგო სითხე მოტოციკლეტის გამონაბოლქვის დახმარებით გაავრცელეს. სააგენტომ გამოიგონა ფილტრი, რომელიც მოტოციკლეტზე მაგრდება და თბილი გამონაბოლქვის გამოსვლის დროს  სითხესთან ზავდება და მასთან ერთად გარეთ გამოდის.

ვიდეოს ყურების დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ეს მოწყობილობა არ გაამართლებს და ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, მოტოციკლეტის გამონაბოლქვი ისედაც აზიანებს ატმოსფეროს, რა საჭიროა მას კიდევ სხვა ნარევები შევურიოთ.

მოტოციკლეტის გამონაბოლქვი შედარებით უვნებელია, ვიდრე სხვა სატრანსპორტო საშუალების. კოღოებთან ბრძოლის სითხე კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა. ფონდი “Duang Prateep” ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ფილტრების მასიურ წარმოებას ფიქრობს, რაც ტაილანდში კოღოებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი იქნება.

https://vimeo.com/154717119

“Pepsi”-მ “Coca-Cola”-ს მსგავსი სარეკლამო კამპანია წამოიწყო

“MINI Cabrio”-ს თავგადასავალი