in

კორპორაციები, რომლებიც მანქანების ცნობილ ბრენდებს აერთიანებენ

„ჭეშმარიტმა” ავტომოყვარულმა თითქმის ყველა ბრენდი იცის, რაც კი მსოფლიოში არსებობს, მათ შორის ბევრი ისეთიც, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული არაა, მაგრამ მხოლოდ მანქანის მარკების ცნობა მთლიანად ინდუსტრიის ცოდნას არ ნიშნავსმ რადგან ძალიან ბევრი ცნობადი ბრენდი, როგორიცაა თუნდაც, Lamborghini, Skoda და სხვა, დიდი ჯგუფის წევრებია, უზარმაზარი კორპორაციების, რომელთა ქვეშაც რამდენიმე ცალკეული კომპანია და ყველასთვის ნაცნობი სახელი ერთიანდება. დღეს სწორედ ამ კორპორაციებზე მოგიყვებით.

Ford Motor Company

Ford Motor Company ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი კორპორაცია, „დიდი სამეულის” წევრი, რომელიც ჰენრი ფორდმა ჯერ კიდევ 1903 წელს დააარსა. თავდაპირველად მისი ყველა მანქანა Ford-ის ნიშნის ქვეშ ერთიანდებოდა, თუმცა 1917 წელს კორპორაციამ შემოიტანა Lincoln-ის სახელი, რომელიც ცალკე ჩამოყალიბდა, როგორც Ford-ის ძვირფასი ბრენდი.

General Motors

General Motors-იც „დიდი სამეულის” წევრია – ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკაში, რომელიც 1908 წელს დაარსდა. შემოკლებით მას GM-ს ეძახიან. . GM მთელ მსოფლიოშია გადანაწილებული როგორც ბრენდებით, ისე ქვებრენდებითაც კი.

ყველაზე გამორჩეული ბრენდები, რომლებსაც მსოფლიო იცნობს და შეიძლება ბევრმა მომხმარებელმა არც იცოდეს, რომ GM-ის ნაწილია, არის: Buick, Cadillac, Chevrolet და სხვა. მის შემადგენლობაში შედიოდა აწ უკვე გაუქმებული Pontiac-იც. აღსანიშნავია, რომ General Motors-ის მიერ შექმნილი ქვეკომპანიები სტაბილურად წარმატებულია და მათი უმეტესობა წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. 

Stellantis

ისიც „დიდი სამეულის წევრია”, რომელიც ორი სხვადასხვა კორპორაციის: Fiat Chrysler Automobiles და Groupe PSA-ის შერწყმით ჩამოყალიბდა. ეს იყო ორი ძლიერი ორგანიზაცია, რომლის გაერთიანების მიზანიც ხარჯების დაზოგვა გახდა. საავტომობილო კომპანიის მართვას ბევრი ფული სჭირდება და ძალების გაერთიანება ცხოვრებას ბევრად აადვილებს. ის ასევე ამცირებს კონკურენციას, რაც ყოველთვის სასიამოვნოა ავტოინდუსტრიაში.

სახელი, Stellantis სავარაუდოდ მომდინარეობს ლათინური ზმნიდან “stello”, რაც ნიშნავს ვარსკვლავივით გაბრწყინებას. შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ, ისეთი ბრენდები ჰყავს ამ კორპორაციას შემოკრებილი. ესენია: Alfa Romeo, Chrysler, Dodge, Fiat, Jeep, Maserati, Opel, Peugeot და სხვა.

Renault-Nissan-Mitsubishi Alliance

Renault-Nissan-Mitsubishi Alliance არის კიდევ ერთი ავტოკორპორაცია, რომელიც ჯვარედინი გაზიარების ხელშეკრულებას ეყრდნობა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული კომპანია ჯერ კიდევ დამოუკიდებელია, მაგრამ მაინც მუშაობს ერთმანეთის ინტერესების შესაბამისად. რაღაც მხრივ, ეს ლოგიკურიცაა, რადგან კომპანიების იაპონური და ფრანგული წარმომავლობა განსხვავებული მიზნების მქონეა და სხვადასხვა აუდიტორიას ესაუბრება.

ამ გაერთიანების შემადგენლობაში არიან: Infiniti, Mitsubishi, Nissan და Renault.

Volkswagen Group

გერმანული კომპანია, Volkswagen Group ფლობს ისეთ მრავალფეროვან ბრენდებს, როგორიცაა Volkswagen, Bugatti და Lamborghini. ის მოტოციკლებსაც კი ყიდის Ducati-ს ბრენდის სახელით. Volkswagen ადოლფ ჰიტლერის მმართველობის დროს გერმანიაში დაფუძნდა. ის ისე გაიზარდა, რომ შთანთქა სხვა გერმანული ბრენდები, როგორიცაა Audi და Porsche, ფრანგული ბრენდები, როგორიცაა Bugatti და იტალიური ბრენდები, როგორიცაა Lamborghini.

BMW Group

BMW დაარსდა ჯერ კიდევ 1916 წელს. ის თვითმფრინავის ძრავებზე მუშაობდა, თუმცა შემდეგ ავტომობილებზე გადაეწყო და დაარსების დღიდან მუდმივ ზრდაშია. მან ორი ისტორიული ბრიტანული ბრენდი Mini და Rolls-Royce შეიძინა, რის შემდეგაც უკვე სამ სხვადასხვა კატეგორიის ბრენდად ჩამოყალიბდა.

ჩამოთვლილის გარდა, არის კიდევ კორპორაციები, რომლებიც შედარებით პატარებია, ვიდრე ეს ორგანიზაციები. მაგალითად, Honda Motor Company ან Toyota Motor Corporation. ეს ცნობილი კომპანიები თავის თავში რამდენიმე ქვებრენდს მოიცავენ. მაგალითად,Toyota-სთან ერთად გამოდის Lexus-იც, Honda-სთან ერთად კი Acura.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

#სადანროგორ გავერთოთ 21-23 აპრილს — ღონისძიებების კალენდარი

როგორ იყენებენ კონტენტ კრეატორები და მარკეტერები AI-ს