,,PSP დაზღვევა”, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერი“ და ,,PSP აკადემია” გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას გაყიდვების სფეროში თქვენი ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული წინსვლისათვის – PSP დაზღვევის მიერ სრულად დაფინანსებული, 2-თვიანი, სასერტიფიკატო გაყიდვების კურსი და PSP დაზღვევის კორპორაციულ დეპარტამენტში დასაქმება.
აღნიშნული გაყიდვების კურსი შექმნილია იმისათვის, რომ კანდიდატები გახდნენ წარმატებული მენეჯერები, მიაღწიონ დასახულ მიზნებსა და შედეგებს, გამოიმუშავონ შესაბამისი უნარები, შეისწავლონ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა, შედეგად კი, მიღებული თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, დასაქმდნენ მათთვის საყვარელ, საინტერესო და პერსპექტიულ სფეროში – PSP დაზღვევის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტში, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის ფილიალში.
პროგრამა მოიცავს ორ საფეხურს. პირველ ეტაპზე აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით კანდიდატების შერჩევა-გასაუბრება გაიმართება სექტემბრის მეორე ნახევარში. საწყისი შერჩევა გამოავლენს კანდიდატებს, რომლებიც PSP აკადემიაში გაივლიან კორპორაციული და B2B გაყიდვების უფასო, 2-თვიან სასერტიფიკატო კურსს.
მეორე ეტაპზე, კურსის დასრულებისა და დასკვნითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატები დასაქმდებიან PSP დაზღვევის კორპორაციული გაყიდვების თბილისისა და ბათუმის დეპარტამენტში.
კორპორაციული და B2B გაყიდვების სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება 1 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00-დან 22:00-ამდე, ჯამში 18 შეხვედრა – 54 სალექციო საათი.
რეგისტრაციის გასავლელად გამოგვიგზავნეთ: CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: [email protected]
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 სექტემბერი
არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა, PSP დაზღვევაში გელოდებიან!
[პარტნიორის კონტენტი]