in

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება გრძელდება  

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში მეშვიდედ გაიმართება.

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024 ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული.

ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა.

2024 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:

  • SDG4 – ხარისხიანი განათლება;
  • SDG8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
  • SDG11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები;
  • SDG12- მდგრადი მოხმარება და წარმოება;
  • SDG16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები;
  • SDG17- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

შემოსული განაცხადების განხილვა ორ კატეგორიაში მოხდება — მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2024. 

მიმდინარე წელსაც, ტრადიციულად, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, გაიმართება კონკურსი „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში 2024“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს, რომელთა მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან –2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. 

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 2 სექტემბერი.

[R]

Nescafé გვიზიარებს, როგორ ვიზრუნოთ სამყაროზე ყავის მომზადებისას

სპორტულობისა და ელეგანტურობის სინთეზი — Foot Locker x Adidas