1
Mar
2019

როგორ მოვახერხოთ საქმის დელეგირება?!

1 Mar 2019

სამსახურში, მოვალეობების დელეგირება აუცილებელია. თქვენ ვერ შეძლებთ, მუდმივად ყველაფრის გაკეთებას და გაკონტროლებას. ამიტომ, უმჯობესია, საქმე და შესაბამისად, პასუხისმგებლობა თანამშრომლებს გაუნაწილოთ. ასე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაციას მოახერხებთ და ბევრად ეფექტურიც იქნებით. მაგრამ როგორ უნდა მოახერხოთ დელეგირება? ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება აქვს კორი კოგონს. ის პროფესიონალი ბიზნეს ტრენერია. ასევე არის ერთ-ერთი „ბესთსელერის“, “The 5 Choices ავტორი”. წიგნი 2014 წელს გამოვიდა, მთავარი თემა ბიზნეში პროდუქტიულობა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაა.

statiebi-bog
statiebi-bog

კორი კოგონი: „უფლება – მოვალეობების დელეგირება ნიშნავს „არა“-ს. ანუ, გარკვეულ საქმეზე უარი უნდა თქვათ. მაგრამ როგორ? მთავარი პრობლემა, როგორც წესი, ეს არის ხოლმე. პაუზა, ახსნა – განმარტება და გადაწყვეტილების მიღება – ამ სამი ნაბიჯით მოახერხებთ „არა“-ს თქმას. ადამიანები რეაქტიულები ვართ, გვინდა, ყველაფერი ცხადი და გარკვეული იყოს და ისე გადავდგათ თითოეული ნაბიჯი. ამიტომ, ჯერ გაჩერდით და დაფიქრდით, შემდეგ გააანალიზეთ სიტუაცია და დარწმუნდით, რომ დელეგირება აუცილებელია. ბოლოს კი გადაწყვიტეთ – თქვით, რომ გარდაუვალია და გადადგით ეს ნაბიჯი. საქმის თანამშრომლებისთვის გადანაწილებით, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მოახერხებთ კონცენტრაციას. მაგალითად, თუ ტექნიკური საკითხები „მოგეხსენებათ“, გლობალურ თემებზე დაიწყებთ მუშაობას. ეს კი, ბუნებრივია, თქვენს კომპანიას მხოლოდ სარგებელს მოუტანს“.

 



განხილვა